სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
20-წლამდელები

17:22 | 24.05.2018 | ნანახია 1939 - ჯერ

20წ | რეზერვით საგრაფოების წინააღმდეგ
25 მაისი. რუსთავი. 16:00

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების რეზერვი, რომელიც 1999/2000 წლებში დაბადებული მორაგბეებითაა დაკომპლექტებული, ხვალ (25 მაისს) 16 საათზე, რუსთავში ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა ნაკრებს შეხვდება.

ბრიტანელები საქართველოში კვირაზე მეტია იმყოფებიან და 19 მაისს ‘ავჭალაზე’ უმცროსი ბორჯღალოსნების პირველი და მეორე ნომრების ნაზავ გუნდს ეთამაშნენ. დაძაბულ და საინტერესო შეხვედრაში სტუმრებმა გამარჯვება (24:17) ბოლო წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვის წყალობით მოიპოვეს. ისინი სწრაფ, ხარისხიან რაგბს თამაშობდნენ და მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ, ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბს დიდი სამსახური გაუწიეს.

რაც შეეხება სარეზერვო გუნდს, ის მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მორაგბეებით დაახლოებით 3 თვის წინ შეიქმნა და მიზნად მომავალი (2019 წლის) მსოფლიოს ჩემპიონატისთვის კანდიდატების შერჩევა-მომზადებას ემსახურება. ახლადშექმნილ ნაკრებს თორნიკე ბუბუტეიშვილი, დავით კიკნაძე და ნიკოლოზ პინაიშვილიავარჯიშებენ.

მომავალი თამაშის მიზნებისა და მოლოდინების შესახებ ბუბუტეიშვილმა განაცხადა:

„ხვალინდელი მატჩისთვის 25-კაციანი შემადგენლობა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოდან, 35 კანდიდატისგან შეირჩა. მათ სექტემბრიდან მოუწევთ 20-წლამდელთა ნაკრებში ყოფნა და როგორც განვლილი ვარჯიშები, ასევე ეს თამაში, მწვრთნელებს სელექციაში დაეხმარება. ეს თამაში დაგვანახებს ვის რა შეუძლია, რისი პოტენციალი აქვს და რა მიმართულებით გვაქვს სამუშაო. შესაძლოა, 20-წლამდელთა ნაკრებს გაისად საქართველოში ასეთ კარგ გუნდთან თამაშის შესაძლებლობა აღარც მიეცეს და ბიჭები უდიდეს გამოცდილებას შეიძენენ, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.

სამწუხაროდ, ამ ბიჭებს ძალიან ცოტა ხნით მოუწიათ ერთად ვარჯიში და შეთამაშების მხრივ პრობლემები გვექნება, თუმცა მაქვს იმედი, რომ სათამაშო სქემაში ბოლომდე დარჩებიან. მათი ნაწილი ნაკრების მაისურით პირველად ითამაშებს და გულშემატკივრის თანადგომა დამატებითი სტიმული იქნება“.

რუსთავი. 16:00

განვითარებადი საქართველოს U20 - ინგლისის საგრაფოები U20

შემადგენლობა: 15. გიორგი მიქანაძე (არმაზი), 14. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 13. გოჩა ჩანადირი (არმაზი), 12. გიორგი ასათიანი (ლელო-სარასენსი), 11. ბექა აბულაშვილი (ლელო-სარასენსი), 10. რეზი ხარაზიშვილი (იუნკერები), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი); 1. გიორგი ახალაძე (არესი), 2. სოსო ჭყოიძე (ლელო-სარასენსი), 3. ლუკა ჭელიძე (ლელო-სარასენსი), 4. საბა ჯღარკავა (ლელო-სარასენსი), 5. იაგო გელაძე (ლელო-სარასენსი), 6. ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), 7. რატი ჟორჟოლიანი (ლელო-სარასენსი, კაპ.), 8. იოანე იაშაღაშვილი (იუნკერები).

მარქაფა: 16. ლუკა კობერიძე (იუნკერები), 17. გიორგი დიასამიძე (ლელო-სარასენსი), 18. გეგი მაისურაძე (არმაზი), 19. ლექსო მუჩიაშვილი (ვეფხვები), 20. ნიკა თეზელაშვილი (ყოჩები), 21. კობა კოლოტაური (ლელო-სარასენსი), 22. საბა ხურცილავა (არმაზი), 23. სანდრო მარგიანი (აკადემია), 24. გიორგი ჭედია (ხულიგანა), 25. სანდრო მარგველაშვილი (ლელო-სარასენსი).

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:12 | 25.05.2018
krasni (587)

იწყებოდა საქართველოს ჰიმნი და რაგბი ტვ გამორთეს. მაგარი ზრუნვაა გულშემატკივრებზე.

17:41 | 24.05.2018
GiorgiG83 (525)

ლელო-სარასენს...

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.083329
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X