სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
უცხოური

11:47 | 14.05.2018 | ნანახია 1742 - ჯერ

ფიჯელი ნაკარავა - ევროპის წლის მორაგბე

მართალია, პარიზის „რასინგმა“ ჩემპიონთა თასის ფინალი დათმო, ევროპის სარაგბო სეზონის საუკეთესო მოთამაშედ მაინც ამ გუნდის წევრი დასახელდა.

ლეონე ნაკარავა ფიჯელი სუპერვარსკვლავია. ეს მორაგბე 2 წლის წინ ფიჯის 7-კაცა ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და თავისი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

გასულ სეზონში კი კუნძულელმა მეორეხაზელმა თავისი გუნდის 34 მატჩიდან 32-ში მიიღო მონაწილეობა და ჯამში მოედანზე ყველაზე მეტი დრო გაატარა - 2536 წუთი. ამ 32 შეხვედრაში მან 8 ლელო გაიტანა და „რასინგის“ წლევანდელ წარმატებებში სოლიდური წვლილი შეიტანა.

30 წლის ლეონე ნაკარავა პირველი არაევროპელია, რომელიც ბებერი კონტინენტის წლის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.

ეპკრ-ის (ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბი) გამოკითხვაში ნაკარავამ 21 ათასი ხმა მიიღო და თანაკლუბელ მაქსიმ მაშნოსთან ერთად უკან ევროპის საკლუბო ჩემპიონ „ლენსტერის“ ტრიოც მოიტოვა - ტაიდ ფერლონგი, სკოტ ფარდი და ჯონი სექსტონი.

ეპკრ-ს ჯილდოს ყველა მფლობელი:

2010 რონან ო’გარა (ირლანდია, „მანსტერი“)

2011 შონ ო’ბრაიენი (ირლანდია, „ლენსტერი“)

2012 რობ კერნი (ირლანდია, „ლენსტერი“)

2013 ჯონი უილკინსონი (ინგლისი, „ტულონი“)

2014 სტეფონ არმიტიჯი (ინგლისი, „ტულონი“)

2015 ნიკ აბენდანონი (ინგლისი, „კლერმონი“)

2016 მარო იტოჟე (ინგლისი, „სარასენსი“)

2017 ოუენ ფარელი (ინგლისი, „სარასენსი“)

2018 ლეონე ნაკარავა (ფიჯი, „რასინგი“)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:26 | 14.05.2018
geogoli (367)

ხოდა ჩვენც დაგვიხვდება მასპინძლად ამ ზაფხულს

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.082786
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X