ქართული

12:57 | 30.04.2018 | ნანახია 1690 - ჯერ

გიორგი ვეფხვაძე "ოიონას" ემშვიდობება

ფრანგული გამოცემა Allrugby-ს ინფორმაციით, ტოპ 14-ში დარჩენისთვის მებრძოლი "ოიონას" ხელმძღვანელობამ გიორგი ვეფხვაძესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა.

საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგაში ერთი ტურიღა დარჩა გასამართი, თუმცა, 26 წლის ქართველ ბურჯს ერთხელაც არ მიცემია თამაშის საშუალება. მიმდინარე სეზონში მან "ოიონას" ღირსება მხოლოდ ჩელენჯ კაპზე დაიცვა - 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ერთში სასტარტო 15-ეულში იყო. ბოლო ოფიციალური მატჩი თავისი კლუბის შემადგენლობაში გიორგიმ 20 ოქტომბერს ითამაშა და მას მერე მოედანზე აღარ გამოჩენილა.

გიორგი ვეფხვაძე "ოიონაში" 2012 წლიდანაა და ამ კლუბის მომზადების ცენტრში სწავლა-წვრთნით "ჟიფ"-ის სტატუსი მიიღო, რომლის ძალითაც უცხოელი მორაგბე ფრანგებთან გათანაბრებული უფლებებით სარგებლობს. მარტივად რომ ვთქვათ, ვეფხვაძის დამატებით არცერთ ფრანგულ კლუბს არ გაუჩნდება თავისტკივილი ლეგიონერებზე არსებული ლიმიტის გამო. 2015-ში მანდ "ოიონასთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც ვადა დამდეგ ივნისში გასდის.

ვეფხვაძეს კარიერაში ტოპ 14-ში 3 მატჩი აქვს ჩატარებული, პრო დ2-ში - 12 (2 სასტარტოში), ხოლო "რაგბი ევროპის" ჩელენჯ კაპზე - 4 (2 სასტარტოში).


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:57 | 30.04.2018
თორღვა პანკელი (387)

სამწუხაროა იმედია გამოუჩნდება გუნდი რომელშიც ექნება თამაშის საშვალებას და მორაგბისთვის აუცილებელი პრაქტიკა.

0.074091