ჩემპიონატები

0:10 | 15.04.2018 | ნანახია 1811 - ჯერ

კრის ეშტონმა ტოპ 14-ის რეკორდი დაამყარა (+VIDEO)

ტოპ 14-ის 24-ე ტურის მატჩში "ტულონმა" გათამაშების ლიდერი "მონპელიე" მიიღო და 32:17 იმარჯვა. მატჩის პირველი ლელო მე-7 წუთზე მასპინძელთა უკანახაზელმა კრის ეშტონმა დადო, რომლისთვის ეს ლელო მიმდინარე სეზონში 22-ე გამოდგა და ერთ სეზონში გატანილი ლელეობით, ზემოხსენებულ გათამაშებაში რეკორდი დაამყარა.

ინგლისელმა მორაგბემ, ფიჯელი ნაპოლიონი ნალაგას რეკორდი მოხსნა. ნალაგა 2008/2009 წლებში “კლერმონის” ღირსებას იცავდა და სეზონში 21 ლელოს გატანა მოახერხა.

ცნობისთვის, ეშტონი “ტულონში” 2017 წელს “სარასენსიდან” გადავიდა. საფრანგეთის ჩემპიონატის გარდა, მან ჩემპიონთა თასზე 7 შეხვედრა ჩაატარა, 2 ლელო და 2 ჯარიმა გაიტანა. კრისი ინგლისის ნაკრებში 2010-2014 წლებში თამაშობდა, 39 კეპი მოიხვეჭა და მეტოქეები 19-ჯერ დაალელოვა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.066312