სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ტესტ-მატჩები

15:01 | 13.04.2018 | ნანახია 1231 - ჯერ

„ბარბაროსებს“ პეტ ლემი გაწვრთნის

გიორგი ნემსაძის ყოფილი დამრიგებელი, „ბრისტოლის“ მთავარი მწვრთნელი პეტ ლემი ბრიტანელი „ბარბაროსების“ თავკაცად დაინიშნა.

ახალ ზელანდიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ლეგენდარული კლუბი, რომელსაც არაოფიციალურ მსოფლიო ნაკრებსაც ეძახიან წელს ერთ შეხვედრას გამართავს - 27 მაისს ლონდონში, „თვიქნემზე“ ინგლისს შეერკინება.

„ბარბაროსებში ექვსჯერ მითამაშია და შესანიშნავი მოგონებები მაქვს. ჩემთვის საუკეთესო პრივილეგიაა, რომ ამ კლუბში ამჯერად მწვრთნელის რანგში მიმიწვიეს. „ბარბაროსების“ მაისურით ინგლისის, უელსის, შოტლანდიის და ავსტრალიის ნაკრებების წინააღმდეგ მითამაშია, რამაც უდიდესი გამოცდილება შემძინა. გუნდში მუდამ მეგობრული ატმოსფეროა და აქ ყველა ტკბება ცხოვრებით, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა“ - განაცხადა ლემმა.

„ბარბაროსებში“ სხვადასხვა დროს 7 ქართველს უთამაშია, ერთხელ კი ეს კლუბი თბილისს ეწვია:

2006 წელს “ბარბაროსები” საქართველოს ეწვივნენ და “მიხეილ მესხზე” ბორჯღალოსნების წინააღმდეგ ითამაშეს. მატჩი სტუმრებმა 28:19 კი მოიგეს, თუმცა ქართველი მორაგბეებით მოიხიბლნენ და მაშინვე თქვეს, რომ მათ საკუთარ რიგებში აუცილებლად იხმობდნენ.

პირველი ქართველი, რომელმაც ამ კლუბის შავ-თეთრი მაისური მოირგო, დავით ქუბრიაშვილია, 2011 წლის 29 მაისს მან ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა, ხოლო 4 ივნისს უელსის ნაკრებსაც დაუპირისპირდა. იმავე წელს, მსოფლიო თასის შემდეგ, „ბარბაროსებში“ დავით კაჭარავამ და გოდერძი შველიძემ იბურთავეს, ხოლო 2012-ში ამ კლუბში უკვე მამუკა გორგოძეს უხმეს, ვისაც ირლანდიასთან და უელსთან მოუწია დაპირისპირება.

2013 წელს მსოფლიოს არაოფიციალურ ნაკრებში კვლავ ქუბრიაშვილსა და გორგოძეს უნდა ეთამაშათ, მაგრამ კლუბის შეკრებაზე მათი ჩასვლა ვერ მოხერხდა. 2014-ში, ზაფხულის ტესტებზე გამოძახებულთა შორის იყვნენ დავით ზირაქაშვილი და მამუკა გორგოძე. 1 ივნისს ორივემ ითამაშა „თვიქნემზე“ ინგლისის წინააღმდეგ. „ბარბაროსებმა“ 39:29 მოიგეს და მათი ერთ-ერთი ლელო საკუთარ ანგარიშზე გორგოძემ ჩაიწერა. ეს ლელო ჯერჯერობით ერთადერთი ქართული ლელოა „ბარბაროსებში“.

2014-ის შემოდგომის ტესტებისთვის „ბარბაროსებში“ კვლავ დათო ზირაქაშვილს უხმეს და მასთან ერთად - მიხეილ ნარიაშვილსაც, მაგრამ პირველის კლუბს თამაშები ჰქონდა, მეორეს ხელი სავიზო პრობლემებმა შეუშალა და ისინი “ბარბაროსებში” ვერ მოხვდნენ. 2015 წელს რჩეულთა შორის კოტე მიქაუტაძე აღმოჩნდა, ვინც კლუბს ზაფხულის ტურნეში გაჰყვა. შარშან ამ კლუბში ვერნ კოტერმა 2017 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბეს, მიხეილ ნარიაშვილს უხმო და ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში დააყენა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.07991
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X