სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ქართული

14:13 | 10.04.2018 | ნანახია 1108 - ჯერ

მიქაუტაძე მაისში დაბრუნდება

ბორჯღალოსანთა მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე რეაბილიტაციის კურსს გადის. მისი აღდგენითი პროცესი კარგად მიდის და თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდება, მოედანს მაისში დაუბრუნდება.

26 წლის მორაგბე თებერვალში, ინგლისის ნაკრებთან ერთობლივი წვრთნისას დაშავდა. ამჟამად ის ბიარიცის მახლობლად, ცნობილ სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფება და იქ 24 აპრილამდე დარჩება.

„საქართველოს ნაკრებთან ერთად ინგლისელებთან 3-დღიანი ვარჯიშების ბოლო დღეს დავშავდი. ერთ-ერთ ეპიზოდში, მოლში შესვლისას თავით ძლიერად დავეჯახე და კისრის მეექვსე მალა გამებზარა. მეორე დღეს ბიჭები გერმანიაში სათამაშოდ გაემგზავრნენ, მე კი საფრანგეთში ოპერაციის გასაკეთებლად ჩამოვედი“, - იხსენებს ტრავმის მიღების მომენტს მიქაუტაძე და რაბილიტაციის პროცესზე გვიყვება:

„ოპერაციის შემდეგ კისერი დამიფიქსირეს და 4 კვირა არაფერი მიკეთებია. მერე ქირურგმა გამსინჯა და რადგან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მომცრო ზომის ფიქსატორი დამიყენა, მასაჟები დამიწყეს და ველოსიპედით ვარჯიშის უფლებაც დამრთეს. ახლა სარეაბილიტაციო ცენტრში ვარ და აქ 24 აპრილამდე ვრჩები. დატვირთვებმა მოიმატა და უკვე ცოტ-ცოტა ძალოსნურ ვარჯიშებსაც ვასრულებ. ექიმები ამბობენ, რომ ყველაფრი კარგად მიდის“.

თავდაჯერებულობა მოგვემატა

საფრანგეთის ტოპ 14-ში რეგულარული პირველობა 5 მაისს სრულდება, ორ კვირაში კი პლეი-ოფები იწყება. ამ დროისთვის კოტე სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს, მაგრამ ჯერ არ იცის, ათამაშებენ თუ არა:

„თუ არაფერი გართულდა, პლეი-ოფებისთვის მზად უნდა ვიყო, მაგრამ ეს ისეთი პერიოდია, ალბათ თამაში არ მომიწევს“.

მიქაუტაძისთვის ინგლისელებთან ერთობლივი წვრთნები 3-თვიანი ტრავმით დასრულდა, თუმცა მიაჩნია, რომ გუნდმა ამით დიდი სარგებელი მიიღო:

„მთავარი ის იყო, რომ თავდაჯერებულობა მოგვემატა. დავინახეთ და ვირწმუნეთ, რომ დიდ გუნდებთან უფრო მეტის მიღწევა შეგვიძლია. 15-15-ზე გვქონდა სამფაზიანი შეტევები, რაქში თამაშის გარეშე და ლელო არ მივიღეთ. თამაში არ გააჩერეს და თავი უფრო მეტი ფაზის დროსაც დავიცავით. ჩვენი ჯერი რომ დადგა, სამ ფაზაში ერთი ლელო გავუტანეთ. ინგლისელები გაგიჟებულები იყვნენ“.

ჩემპიონობამდე ორ ნაბიჯში

მიქაუტაძე ფიქრობს, რომ ჩემპიონობის მოპოვება ურთულესი იქნება:

„ძალიან ბევრი ახალი მოთამაშე გვყავდა. ახლა ისინი შეთამაშდნენ, მწვრთნელებმაც ახალი სისტემა დანერგეს და ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა. მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ტოპ 14-ში შესაძლოა მთელი სეზონი პირველ ადგილზე იყო და ბოლოს ის გადამწყვეტი წააგო, ჩემპიონობა სხვას გადაულოცო. ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა და ამიტომ ვთვლი, რომ შანსები ყველასთვის თანაბარია. გაიმარჯვებს ის, ვინც გადამწყვეტ თამაშში ფსიქოლოგიურად უკეთ იქნება მომზადებული“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:24 | 12.04.2018
პანტელეიმონი (1178)

+1

18:39 | 10.04.2018
jikha (16)

ძალიან კაარგი ამბავია. თან მეორე ხაზში ყველაზე უფრო გვიჭირს

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.093153
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X