ლეგიონერები

2:00 | 20.03.2018 | ნანახია 3182 - ჯერ

ზურაბ ჟვანიამ, დენ კარტერის წინააღმდეგ თამაშისას ყვითელი ბარათი მიიღო (VIDEO)

ტოპ 14-ის 21-ე ტურის მატჩში "რასინგ 92"-მა "სტად ფრანსეს" უმასპინძლა და 28:22 იმარჯვა. ორივე გუნდის ძირითად შემადგენლობაში მარცხენა ბურჯები ქართველები იყვნენ: მასპინძელთა შემადგენლობაში ვასილ კაკოვინმა 45 წუთი ითამაშა, ხოლო ზურაბ ჟვანია 49-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 73-ე წუთზე კვლავ მოედანზე დაბრუნდა.

სტუმართა ქართველმა ბურჯმა მე-12 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მას "ოლ ბლექსის" ლეგენდარული მგეზავის, დენ კარტერის წინააღმდეგ უხეში კონტაქტი გამოუვიდა ყელის არეში და ამის გამო, მატიო რეინალმა ზურაბს მინდორი 10 წუთით დაატოვებინა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:50 | 20.03.2018
NIKA..01 (335)

ქართველ მორაგბეზე დაიდო ინფორმაცია,მეტი რა აზრია საჭირო?ნებისმიერ რაგბის ქომაგს აინტერესებს ნებისმიერი ინფორმაცია, რაც რაგბს ეხება,მითუმეტეს თუ ქართველი მორაგბის შესახებ იდება სტატია.

0.077896