ჩემპიონატები

14:00 | 11.01.2018 | ნანახია 1567 - ჯერ

ლიდიეტისთვის სეზონი დასრულდა

უელსის ნაკრების და “ოსპრეიზის” მესამეხაზელი დენ ლიდიეტი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. 30 წლის მორაგბეს ორთავა კუნთი აქვს დაზიანებული და საოპერაციოა.

აღნიშნული ინფორმაცია “ოსპრეიზის” სამედიცინო პერსონალის მენეჯერმა კრის ტაუერსმა დაადასტურა: “კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლიდიეტის ოპერაცია ჩაუტარდება. ეს მისი ინტერესებისთვის საუკეთესო არჩევანი იყო. ოპერაცია მიმდინარე კვირაში ჩატარდება, ხოლო დენი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს”.

ამრიგად, ლიდიეტი 2018 წლის 6 ერის ჩემპიონატს გამოტოვებს. ის უელსის ნაკრებში 2009 წლიდან თამაშობს და 59 მატჩში 1 ლელო აქვს გატანილი. “ოსპრეიზის” ღირსებას კი 2014 წლიდან იცავს და 36 თამაში 1 ლელოს დადება მოახერხა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078366