ლეგიონერები

21:30 | 5.01.2018 | ნანახია 2471 - ჯერ

შალვა მამუკაშვილის და “კარკასონის” გზები გაიყარა

საქართველოს ნაკრების კვაჭი შალვა მამუკაშვილი “კარკასონში” აღარ ითამაშებს. სარაგბო გამოცემა Rugby-transferts.Com წერს, რომ 27 წლის ჰუკერს ფრანგულმა კლუბმა კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა.

მამუკაშვილი “კარკასონს” გასულ ზაფხულს სამედიცინო ჯოკრის სტატუსით შეუერთდა. შალვამ “კარკასონის” რიგებში 8 შეხვედრა (320 წუთი) ჩაატარა. მას ჯერჯერობით ახალი სამუშაო ადგილი არ უპოვნია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ სეზონის ბოლომდე დიდი 10-ის ერთ-ერთ კლუბში ითამაშებს. მამუკაშვილს საქართველოს ნაკრების მაისურით 50 კეპი აქვს მოხვეჭილი.

ცნობისთვის, “კარკასონი” პრო დ2-ში 23 ქულით, ბოლო მე-16 ადგილზეა. ამ კლუბში კიდევ ორი ქართველი დარჩა: ბურჯები გიორგი ნაცარაშვილი და მირიან ბურდული.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089027