ჩემპიონატები

14:00 | 30.11.2017 | ნანახია 1925 - ჯერ

ვოლავოლა “ბორდოს” შეუერთდა

ფიჯის ნაკრების მგეზავი ბენ ვოლავოლა კარიერას ტოპ 14-ის ბინადარ “ბორდოში” განაგრძობს. ავსტრალიაში დაბადებულმა მორაგბემ ფრანგულ კლუბთან ხელი ორწლიან კონტრაქტს მოაწერა.

26 წლის მოთამაშე 2012 წლიდან მოყოლებული სუპერ რაგბიში თამაშობდა. 2013-2015 წლებში ავსტრალიური “ვორათაზის” ღირსებას იცავდა (8 მატჩი, 2 ლელო), 2016 წელს ახალზელანდიურ “კრუსეიდერსში” თამაშობდა (7 მატჩი, 1 ლელო), ხოლო 2017 წელს ავსტრალიურ “რებელსში” ირიცხებოდა (10 მატჩი).

ცნობისთვის, ვოლავოლა ავსტრალიის 20 წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა, მაგრამ “ვოლაბების” ძირითად გუნდში დამკვიდრება ვერ შეძლო და 2015 წელს ფიჯის ნაკრებში გადაწყვიტა თამაში. მან ოკეანელთა კვართი 21-ჯერ მოირგო და 4 ლელო გაიტანა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:19 | 30.11.2017
nikachkhaidze (21)

წელს ნორთ ჰარბორში კარგი სეზონი ქონდა

11:57 | 01.12.2017
McCaw (168)

არა მგონია ამან ტოპ 14 დიდხანს გაქაჩოს არაა ეგ მაგ კალიბრის მგეზავი ან სათადარიგოდ იქნება ანაც ცოტა ხნით დარჩება გუნდში რაც ამის თამაშები მახსოვს რამდენჯერ დაუღუპია ფიჯი 2015 მსოფლიოზე ამის თამაში საზიზგრობა იყო გინდაც შეტევაში გინდაც დაცვაში ჩვენთან ხო საშინლად ითამაშა ნუ ეგ კარგი იყო ჩვენთვის, მსოფლიოს 10 საუკეთესო მგეზავშიც არ შედის ამაზე ამას სექსტონი, ფარელი, ბიგარი, სანჩესი, ბარეტი, ფინ რასელი,პოლარდი,მიშალაკი იგივე ტრინ დუკი ჰალ პენი და კიდევ ბევრი სხვა

15:25 | 30.11.2017
McCaw (168)

დიდი არაფერი მორაგბე არააა ძალიან ცუდი 10 ნომერია არც პასი უვარგა და არც დარტყმა მაგიტომაც ვერ დაიმკვიდრა ადგილი ვოლბებეში ბევრად ჩამოუვარდება ქუეიდ კუპერს და ბერნარდ ფოლის ხომ საერთოდ ვერცკი შეედრება კაი რომ ფიჯის ასეთი ცუდი დამრტყმელი რომ ყავს იმედია ჩვენთან ისევ ცუდად ითამაშებს და დარტყამს როგორც ეს ზაფხულის ტესტებზე ქნა როცა ფიჯის ვესტუმრეთ

17:10 | 30.11.2017
GiorgiG83 (525)

დიდი არაფერი კი არა ჩვენი იმედია 2019 ში

17:49 | 30.11.2017
McCaw (168)

ვერ მიგიხვდი ჯიგარ

19:13 | 30.11.2017
geogoli (367)

სავარაუდოდ ის იგულისხმა რომ იმედია 2019 წელსაც ეგ ეყოლებათ და ჩვენთვის ხეირია

11:51 | 01.12.2017
McCaw (168)

კი იაპონიაში მთავარი მგეზავი ფიჯის ვოლავოლა იქნება ამაზე უკეთესი არ ყავთ არამგონია ნადოლომ დარტყას კარში ზოგჯერ ნადოლოც ურტყამს ხოლმე ჯარიმებს და რეალიზაციებს

0.080824