სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
სტატიები

12:35 | 2.10.2017 | ნანახია 1751 - ჯერ

დიდი 10 | აია 14:7 ჯიქი

გორის ‘ჯიქი’ ‘აია-არენაზე’ 68-ე წუთამდე ლიდერობდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ მხოლოდ ბონუს-ქულას დასჯერდა. ‘აიამ’ ახალი სეზონის სტარტზე ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილს უდანაკარგოდ ლიდერობს.

თამაში დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდი მარტივ სიტუაციებში შეცდომებს უშვებდა, მაგრამ უფრო ხშირად სტუმრები სცოდავდნენ. ‘ჯიქმა’ დერეფანში რამდენჯერმე დაკარგა ბურთი, მას ვერც ღია თამაშში გაუფრთხილდა და ეს ყველაფერი ლოგიკური შედეგით დასრულდა.

საწყის 20 წუთში ბურთი სულ ‘აიასი’ იყო, თუმცა ‘ჯიქი’ თავის დაცვას ახერხებდა. ტაიმის შუაში გორელებმა ფაზების გადაბმა მოახერხეს და 26-ე წუთზე ლამაზი ლელოც გაიტანეს. ამ ეპიზოდში ზედიზედ ორჯერ კარგად ითამაშა გიორგი მჭედლიშვილმა, რეზი ბროძელმა გიორგი ჯიმშელაძე ინტერვალში შეიყვანა და მისი ლელო გარდასახა. შესვენებამდე გიორგი ბაბუნაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან ორჯერ დაარტყა ჯარიმა, აქედან ერთი გაიტანა და ტაიმი სტუმრებმა 7:3 მოიგეს.

მეორე ტაიმის დებიუტში ბროძელს ‘ჯიქის’ უპირატესობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ 40 მეტრიდან ჯარიმა ვერ გაიტანა. სამაგიეროდ ბაბუნაშვილი 45 მეტრიდან არ შეცდა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. ‘აია’ ინიციატივას დაეუფლა და მართალია ლელო ვერ გაიტანა, მაგრამ 68-ე წუთზე ბაბუნაშვილის მორიგი ჯარიმით დაწინაურდა.

გორელებმა შეტევის ორგანიზება სცადეს და რამდენჯერმე კარგი შესატევი პლაცდარმი შექმნეს, მაგრამ უნებლიე შეცდომებს ვერაფერი მოუხერხეს. შეხვედრის მიწურულს ‘აიამ’ ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე არჩია თამაში, 5-მეტრა შერკინებიდან გიორგი როხვაძემ შეუტია და მიზანსაც უწია. გარდასახვა არაზუსტი იყო და ‘ჯიქს’ 7 ქულიანი მარცხისთვის ბონუს-ქულა შეხვდა - 14:7.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:11 | 02.10.2017
BEERTRANCE (1073)

აიამ პრემიალურების აღებაც უნდა შეძლოს.

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.075614
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X