სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ქართული

13:18 | 25.09.2017 | ნანახია 2045 - ჯერ

დიდი 10: ბათუმი 10:23 აია

დიდი 10-ის მე-4 ტურის დასკვნით შეხვედრაში ქუთაისის "აია" "ბათუმს" ეწვია და 23:10 დაამარცხა.

ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა ბათუმის სარაგბო სტადიონის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა. დაძაბულ მატჩში სტუმრებმა მეტოქის შეცდომები ქულებში მაქსიმალურად ასახეს და "ბათუმს" მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი აგემეს.

პირველ ტაიმში "აია" მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა და ეს ანგარიშშიც აისახა. ბათუმელთა 9 ნომერმა ზურაბ თუთბერიძემ მეტოქეს ჯარიმის სწრაფად გათამაშების საშუალება არ მისცა, 10 მეტრის წესი დაარღვია და სინბინით დაისაჯა. რიცხობრივი უპირატესობა ქუთაისელებმა გამოიყენეს და გიორგი ბაბუნაშვილმა ჯარიმითა და არეკნით 6 ქულა აიღო. ტაიმის შუაში "ბათუმმა" შეტევაში, მეტოქის 22-ში დაკარგა ბურთი, ფეხით მოგერიებული ორმა ბათუმელმა ვერ დაიმორჩილა და გიორგი აბრამიძემ მათი შეცდომით ისარგებლა, ხოლო ბაბუნაშვილმა გარდასახა. შესვენებამდე ბახვა კობახიძემ და ბაბუნაშვილმა ჯარიმები გაცვალეს და ტაიმი "აიამ" 16:3 მოიგო.

შესვენების შემდეგ ზღვისპირელებმა ინიციატივის დაუფლება მოახერხეს, თუმცა ქუთაისელები დაცვაში მაგრად დადგნენ. ანგარიში მხოლოდ დასკვნით 10 წუთში შეიცვალა და პირველებმა სტუმრებმა იხეირეს. მართალია ზურაბ ძნელაძის ფეხით გადაკიდებული ბურთი მცველებმა აიღს, მაგრამ წნეხის ქვეშ ის საკუთარ ლელოში დაამიწეს, 5-მეტრიანი შერკინების შემდეგ ბაბუნაშვილმა ხაზი კარის წინ ლაშა ლომიძეს გააჭრევინა და სხვაობა 20 ქულამდე გაიზარდა. სულ ბოლოს ერთი ლელო ‘ბათუმმაც’ დადო, ბურთი ალამთან ვანო ფუტკარაძემ დაამიწა და კობახიძემ გარდასახა, მაგრამ ამან მასპინძლები მარცხისგან ვერ იხსნა - 23:10 "აიას" სასარგებლოდ.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:48 | 25.09.2017
ogafa (407)

ყოჩაღ აია

19:40 | 25.09.2017
deme2222 (46)

აია ვაშა! ვაშა ვაშა ვაშა

15:12 | 25.09.2017
GiorgiG83 (525)

ყოჩაღ ლაშა, აუტში გადატანაც კარგი იყო ლელომდე

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.085919
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X