სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
7-კაცა

11:38 | 11.09.2017 | ნანახია 2027 - ჯერ

18-წლამდელთა 7-კაცა ევროპაში მეშვიდეა

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა 7-კაცამ, ჰაიდელბერგში გამართული ევროპის ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაასრულა.

პლეი ოფში ნაჩვენები თამაშის მიხედვით, ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე პირველად თამაშობდნენ, მეტის მიღწევაც შეეძლოთ, მაგრამ არ გაუმართლათ.

მეოთხედფინალში ქართველთა მეტოქე ინგლისის ნაკრები იყო და ჩვენმა გუნდმა პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩაატარა. თითქმის სამწუთიანი უწყვეტი იერიში ლელოთი დასრულდა და ანგარიში მხოლოდ შეხვედრის მიწურულს შეიცვალა. ინგლისელებმა შეძლეს ორი ლელოს გატანა და ერთი გარდასახეს, თუმცა ბოლო წუთზე ქართველებმა ფლანგზე მეტობა გამოიყენეს და ლელო გაქვითეს, ზუსტი იყო გარდასახვაც, რომელიც რთული პოზიციიდან, 5-მეტრიანი ხაზიდან შესრულდა და ძირითადი დრო 12:12 დასრულდა.

დამატებითი დრო თითქმის 4 წუთი გაგრძელდა, ოქროს ლელო ინგლისმა გაიტანა და საქართველომ ბრძოლა მე-5 ადგილისთვის გააგრძელა.

პორტუგალიასთან თამაში ძალიან ცუდად დავიწყეთ, დავისაჯეთ სინბინით და საჯარიმო ლელოთი, მალე მეორე სინბინიც მივიღეთ და 5 და მოგვიანებით 6 კაცის ამარა ლელოები მივიღეთ - 0:19. რიცხობრივი თანაფარდობა აღდგა თუ არა, საქართველო შეტევაზე გადავიდა და შესვენებამდე 2 ლელო და ერთი გარდასახვა გაქვითა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი, ოთარ ძაგნიძე ორ მბოჭავს დაუსხლტა და მის ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა (19:19).

პორტუგალიამ ლიდერობა მალევე დაიბრუნა, მერე თემურ ჭიჭინაძემ ფეხით გადაკიდებული ბურთი მეტოქის 22-ში მოხსნა და წონასწორობა კვლავ აღადგინა. თითქოს დამატებითი დრო გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ პორტუგალიამ უკვე გაწითლებულ დროზე ლელო გაიტანა და 29:24 იმარჯვა.

მე-7 ადგილისთვის რუმინეთს შევხვდით და პირველსავე ტაიმში დიდი უპირატესობით დავწინაურდით. კარგად ჩატარებულ 7-წუთეულში მეტოქეს სამი ლელო გავუტანეთ - 19:0. რუმინეთმა მეორე ტაიმში ერთი ლელო გაქვითა, საქართველომ 19-ქულიანი უპირატესობა მალე დაიბრუნა და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა - 26:12.

ევროპის ჩემპიონი ირლანდია გახდა, რომელსაც საქართველო ჯგუფურ ეტაპზე შეხვდა. ირლანდიელებმა ფრანგებს ერთი გარდასახვით მოუგეს - 21:19. მესამე ადგილი ინგლისმა დაიკავა, რომელმაც უელსს 24:12 მოუგო, ხოლო პორტუგალიამ ესპანეთს 24:19 აჯობა და მე-5 ადგილს დაეუფლა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:33 | 11.09.2017
პანტელეიმონი (1218)

დასაწყისისთვის კარგია ! ! !

13:20 | 11.09.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.083368
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X