7-კაცა

17:04 | 23.08.2017 | ნანახია 1973 - ჯერ

20 საათი გზაში

18 წლამდე მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები, რომელიც საქართველოს რაგბის აკადემიის პირველი ნაყოფია, დღეს გეზს სამხრეთ აფრიკისკენ აიღებს და 20-საათიანი მგზავრობის შემდეგ კეიპტაუნში ჩავა.

შეკრებაზე 16 მოთამაშე მიემგზავრება. მათი თვითმფრინავი თბილისიდან 17:20 საათზე მიფრინავს და 2:35-საათიანი ფრენის შემდეგ სტამბოლის (თურქეთი) აეროპორტში დაეშვება.

6-საათიანი ლოდინის შემდეგ 18-წლამდელთა 7-კაცას თვითმფრინავი გეზს სამხრეთ აფრიკისკენ აიღებს და 11:15-საათიანი ფრენის შემდეგ კეიპტაუნში დაეშვება.

"ვესთერნ პროვინსის" აკადემიაში შეკრება 10 დღე გაგრძელდება, გუნდი მონაწილეობას მიიღებს კოლეჯების ტურნირში და შინ 4 სექტემბერს დაბრუნდება. 8 სექტემბერს 18-წლამდელთა 7-კაცას 12-კაციანი გუნდი გერმანიაში გაემგზავრება, სადაც 9-10 სექტემბერს პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მეტოქეები ევროპის მოქმედი ჩემპიონი ირლანდია, მასპინძელი გერმანია და ლუქსემბურგი იქნებიან.

საქართველოს რაგბის კავშირის აკადემია


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:29 | 23.08.2017
krasni (587)

ირლანდია რომ წავაქციოთ, ვითომ გული ხომ არ გაუფუჭდებათ და ხომ არ დაანებებენ ჩემპიონატში მონაწილეობას თავს?

0.081774