ბორჯღალოსნები

19:37 | 11.07.2017 | ნანახია 5055 - ჯერ

20 წლამდელები - 2018 წლის მაისიდან 6 ერის გუნდებთან!

დღეს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ და 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის დირექტორმა, ბაჩო ხურციძემ პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც სასიხარულო ინფორმაცია გაჟღერდა, რაც ამ 20 წლამდელთა ჩემპიონატის წარმატებით მასპინძლობის შემდეგ, პირველი ხელშესახები სიგნალია:

6 ერის საორგანიზაციო კომიტეტის ინიციატივითა და გადაწყვეტილებით, 2018 წლის მაისიდან 20 წლამდელთა ექვსი ერის გარდა, რომელიც ტრადიციულად თებერვალ-მარტში ტარდება, ყოველწლიურად (მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ) გაიმართება ახალი ტურნირი, რომელშიც ექვსი ერის გუნდებთან ერთად საქართველოსა და რუმინეთის 20-წლამდელთა ნაკრებები ითამაშებენ:

„20-წლამდელთა ჩემპიონატის წარმატებული კამპანიის დასასრულს მივიღეთ ახალი გამოწვევა! გაისად, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, მაისში გაიმართება ტურნირი, რომელშიც ექვსი ერის გუნდები, საქართველო და რუმინეთი ითამაშებენ. ჯერ არ ვიცით რა ფორმატით ჩატარდება ეს ტურნირი, მაგრამ უკვე მივიღეთ შეთავაზება, რომ ჩავერთოთ სამუშაო პროცესში. ესაა ის ბონუსი, რაც ამ ტურნირის მასპინძლობის შედეგად მივიღეთ“.

საქართველოს რაგბის კავშირმა ექვსი ერისგან ამ ახალ ტურნირზე უკვე მიიღო მიწვევის დამადასტურებელი ოფიციალური წერილი, რომლის ორიგინალს და თარგმანს აქვე გთავაზობთ:

6 ერის საორგანიზაციო კომიტეტი

22 ივნისი, 2017 წ.

საქართველოს რაგბის კავშირის
პრეზიდენტს
ბ-ნ გ. სვანიძეს

ბატონო გოჩა,

წინამდებარე წერილით, პატივი მაქვს მოვიწვიო საქართველო და რუმინეთი 6 ერის ეგიდით ორგანიზებული ახალ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.

ეს ტურნირი განკუთვნილი იქნება 19-წლამდელი ან 20-წლამდელი მორაგბებისთვის, მასში მონაწილეობას მიიღებს 6 ერის ყველა ქვეყანა, რაც რაგბი ევროპის წარმომადგენელი გუნდების სისტემატურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ტურნირი გაიმართება ყოველწლიურად მაისის თვეში, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ; მასში საქართველოს და რუმინეთის მონაწილეობა დაიგეგმება ისე, რომ ხელი შეეწყოს ორივე ამ ქვეყნის განვითარებას ისე, რომ ზიანი არ მიადგეს მათ არსებულ სატურნირო ვალდებულებებს.

ჩვენ მოვუწოდებთ რაგბი ევროპას, მონაწილეობა მიიღოს ტურნირის დაგეგმვასთან დაკავშირებულ შეხვედრებში. ტურნირის კოორდინირებას და ჩატარებას ითავებს 6 ერის დუბლინის საორგანიზაციო კომიტეტი.

ჩემის აზრით, საკითხის განხილვისა და დეტალების მსჯელობის დაწყების მიზნით, ეფექტური იქნებოდა საქართველოს და რუმინეთის რაგბის კავშირების წარმომადგენლებისა და რაგბი ევროპის მესვეურების შეხვედრა 6 ერის აღმასრულებელ დირქტორთან ჯონ ფიანთან.

პატივისცემით,

პეტ უილანი

6 ერის საბჭოს თავმჯდომარე


კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:31 | 13.07.2017
hannibal_barca (9)

მშვენიერი ამბავია! როგორც იქნა ვეღირსედ, არ აქვს მნიშვნელობა 19 წლამდელების ტურნირი იქნება თუ 20წლამდელების, მთავარია ვითამაშებთ და მსოფლიოსთვის უკეთესად მოვემზადებით, შორს არაა ის დრო, რომ ნელნელა ზევით ავიწიოთ მსოფლიო თასზე. სამომავლოთ კი 5-6 წელიწადში იმის პოტენციალი ნაღდად გვაქვს, რომ მსოფლიო რეიტინგში ეროვნული ნაკრებების დონეზეც კიდევ გადავდგათ ნაბიჯი წინ!
ფაქტი ერთია! ქართულ რაგბს მომავალი აქვს, თუმცა გულით მინდა გამოჩნდეს ვიღაც "კეთილი ბიძია" და ქართული საკლუბო რაგბიც შეაბიჯებს ევროპაში.

07:28 | 13.07.2017
გზავნილი (81)

მერამდენედ წავიკითხე ეს წერილი აღარ ვიცი...
ერთის მხრივ საოცარი რამ მოხდა, მაგრამ მეორე მხრივ ორაზროვანი წინადადებაა - გაურკვეველია 1. რომელი ნაკრებები - 19 თუ 20 წლამდელები და 2. მსოფლიო თასის წინ ტურნირია თუ 6 ერის პირველობა? (რა შემადგენლობებს გამოიყვანენ გუნდები იმას რომელსაც მსოფლიოზე უნდა ითამაშონ თუ ...
ჩვენთვის პრინციპში ნებისმიერი ვარიანტი მისაღებია იმიტომ რომ მეტი არჩევანი საერთოდ არ გვაქვს.

ზოგადად მაისურაძის ინტერვიუსთან დაკავშირებით მინდა კომენტარი გავაკეთო:

1. მისი სიტყვებია - "მეტის მიღწევას მეტი ჭირდება და ამ ეტაპზე სხვა მიზანს ვერ დავისახავთ." - აქ ჩემი კითხვაა მეტის მისაღწევად უკეთესი, უფრო გამოცდილი და უკომპლექსო მწვრთნელიც ხომ არაა საჭირო პატივცემულო?
2. მისი სიტყვებია - "365 დღიდან, 200-ზე მეტი დღე შეკრებებზე გავატარეთ" - აქ ჩემი კითხვაა კი მაგრამ ამ 200 დღის განმავლობაში რას აკეთებდით თუ ამბობთ რომ "ჩვენ ფორმის პიკში მეოთხე-მეხუთე მატჩისას ვართ"?
3. მისი სიტყვებია - "კრიტიკული ანალიზი, გადაწყვეტილებების მიღება, სირთულეების ოპერირება - ჩვენ ამ ყველაფერს ვეჩვევით და ძალიან მაგრად ვიზრდებით". აქ ჩემი კითხვაა კი მაგრამ რამდენი თაობა უნდა გამიყენოთ საცდელ ობიექტად რომ თქვენს თავში დარწმუნებული გამოცდილი მწვრთნელი გახდეთ?

საერთოდ მიმაჩნია რომ რაგბის ფედერაცია არასწორად მოქმედებს, უფრო სწორად დინებას მიყვება. კი ბატონო რაგბი ჩვენთან ვითარდება მაგრამ ჩვენი განვითარების სისწრაფე ჩანორჩება წამყვანი სარაგბო ქვეყნების სისწრაფეს რაც იმას ნიშნავს რომ ვერასოდეს დავეწევით თუ სისწრაფეს არ ავუჩქარებთ თანაც რაიმე ექსტრა ორდინალურს არ მოვიფიქრებთ.

ჩვენ ხომ ოცნების ქვეყანაში ვცხოვრობთ და თავს უფლებას მივცემ რომ ვიოცნებო - ხმამაღლა და თქვენთან ერთად:
მე რომ ქართული რაგბის ხელმძღვანელი ვიყო, რას გავაკეთებდი:
1. მოვიყვანდი ყველაზე წარმატებულ ზელანდილ მწვრთნელს რომელსაც ახალგაზრდებთან მუშაობაში ბადალი არ ყავს. 2. შევქმნიდი გუნდს რომლის წევრებიც მოიაზრებიან მომავალი 20 წლამდელთა ნაკრებად და დავუშვებდი რეგულარურ ჩემპიონატში პირველ ლიგაში ან დიდ ათიანში.
3. არცერთი ლეგიონერი აქ იქნებოდა ამ გუნდში, მხოლოდ საქართველოს ჩემპიონათში მოთამაშეები, რითაც Bუნებრივად დავაფიქრებდით მოთამაშეებს, დარჩნენ საქართველოში თუ წავიდნენ ჭ კლასის ესპუარებში სათამაშოდ.

რა შედეგს მოიტანდა ეს ყველაფერი?
1. გუნდი მთელი წლის მანძილზე იქნებოდა უმაღლესი კვალიფიკაცის მწვრთნელის ხელში. ისწავლიდნენ, სწორი პასის მიცემას, აუტის მოწოდებას, შეთამაშებას, ერთმანეთის გაცნობას (თამაშში ერთმანეთის დადებითი და ნაკლოვანი მხარების გაცნობით უკეთეს ურთიერთქმედებას, როგორც დაცვაში ასე შეტევაში და კონტრ შეტევაში.
2. გუნდს ექნებოდა სწორი კვება აუცილებელი საკვები დანამატებით და სავარჟიშო პირობებით.
3. გუნდს ექნებოდა დაახოებით 20-25 თამაში ერთად ჩატარებული (ჩემპიონაში და ამხანაგურ თუ 6 ერის გუნდებთან)
4. ამ გუნდში მზადება გავლილი მოთამაშეები ან საკმაოდ გაძლიერებული დაუბრუნდებოდნენ საკუთარ გუნდებს ან წავიდოდნენ საზღვარგარეთ სოლიდურ კლუბებში.
5. თუ ეს პროცესი 4-5 წელი მაინც გაგრძელდებოდა 5 წლის თავზე შეგვეძლებოდა შეგვეკრიბა გუნდი, რომელსაც შეეძლო დაეკმაYოფილებინა ფრანჩაიზის ან პრო12-ისთვის საკადრისი დონის გუნდი. გუნდი, რომელსაც არ ჭირდება ანაბანას სწავლა, რაც ახლა მილტონ ჰეიგს უწევს უმეტეს შემთხვევაში
6. საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა რომ 18 წლამდელთა ნაკრებიც ერთი დონით ქვემოთ იგივე პრინციპით შექმნილიყო რომ საფუძველი შექმნოდა 20 წლამდელებს.

რეალობაა ის რომ მსგავსი პირობების შექმნა არცერთ ქართულ გუნდს არ შეუძლია, მაგრამ ეს შეიძლება იყოს გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალი. და როცა ჩვენი ლომები ბრიტანელების სისხლს ხორცს ნამდვილ გემოს გაუგებენ დიდი 6 ერიც აქეთ შემოგვეხვეწება.

ეს არის მაგალითი თუ როგორი კონკრეტული და რადიკალური ცვლილებები გვჭირდება. ფედერაცია ალბათ უკეტესს მოიფიქრებს, მაგრამ დღესვე უნდა დაიწყოს ასეთ საკითხებზე მსჯელობა.
თამასა უკვე აწეულია, ჩვენ გულშემატკივრებს ჯგუფში დარჩენა აღარ გვაკმაყოფილებს, დიდი გამარჯვებები გვინდა!

13:24 | 14.07.2017
jora84 (183)

არ გეწყინოს, მაგრამ ძალიან ბევრი სისულელე დაწერე. აი ისეთი რეალობას საერთოდ რომ არის აცდენილი.

12:19 | 13.07.2017
zurageorgevich (45)

შენთვის თანამდებობა მაქ რაგბის კავშირში

12:06 | 13.07.2017
geogoli (367)

ბევრ რამეშე ვერ გეთანხმები მეგობარო, სულ ყველაზე აშკარა რაშიც არ გეთანხმები არის რომ ჰეიგს უწევს ანაბანას სწავლება - წელს უკვე ბევრმა 20 წლიანმა ითამაშა გუნდში და არც ერთი არ ჩამოუვარდებოდა "დიდ" ბიჭებს.

21:11 | 12.07.2017
პანტელეიმონი (1218)

მაგარია

12:23 | 12.07.2017
BEERTRANCE (1073)

ოღონდ იმედია U18-ის მსგავსად არ ვიხილავ გაძურწვებს რო რამე

11:11 | 12.07.2017
geogoli (367)

ახალი ტურნირის პირველი მასპინძლები თუ ჩვენ ვიქნებით ხომ მთლად მაგარი იქნება

14:51 | 12.07.2017
BEERTRANCE (1073)

მემგონი დიდი 6 ერივით შინ-გასვლაზეა თამაში.

12:30 | 12.07.2017
krasni (587)

Eg ki martla magari iqneba, unda shevtavazot

11:10 | 12.07.2017
geogoli (367)

წინა ინტერვიუში ამბობდა მაისურაძე სწორედ რომ მეორე ტურნირი რომ გვეთამაშა მსოფლიოს შემდეგ უკეთეს შედეგს დავდებდითო და აჰა, სწორედ ეხლა ეძლევა ასპარეზი რომ დაადასტუროს თავისი ნათქვამი, ჯერ მოსამზადებელი 6 ერის ქვეყნებთან და მერე მსოფლიო ჩემპიონატი.
ახალ ტურნირზე თავის გამოჩენის შემთხვევაში შეიძლება უკვე თვითონ 6 ერშიც ჩასვან ახალგაზრდული და მერე უკვე დიდებისთვისაც გაიღება კარი.

10:59 | 12.07.2017
buratino (480)

აი რას ნიშნავს შრომა, შრომა და კვლავაც შრომა! ჩვენმა მორაგბეებმა ეს ნამდვილად დაიმსახურეს!
მჯერა, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია სამომავლოდ 6 ერის კარის გაღებისკენ. თანაც, ხომ ხედავთ, თვით ჯონ ფიენისთან შეხვედრაც კი არის გათვალისწინებული, ანუ "ყინული გალღობას იწყებს".
მოკლედ, ეს ტურნირი კიდევ უფრო მეტ განვითარებას მოუტანს ჩვენს მომავალ თაობას და მე პირადად 2019-ში არა მაგრამ 2023-ის მსოფლიოზე უფრო მეტის იმედი მაქვს (ჯგუფიდან გასვლის ან თუნდაც ერთი რომელიმე გრანდის დამარცხების)

11:01 | 12.07.2017
buratino (480)

ახლა კი ბატონებო, რაგბის კავშირო და ბიზნესმენებო, უკვე დროა და ცოტა გვიანიც კია, მაგრამ
მ ი ვ ხ ე დ ო თ ს ა კ ლ უ ბ ო რ ა გ ბ ს ! ! ! ! !

10:54 | 12.07.2017
Kala94 (151)

აი მაგარი ამბავი ! ბრავო ქართულ სარაგბო ოჯახს ! და წარმატებები ბიჭებს !

10:47 | 12.07.2017
krasni (587)

აი აქ კი უნდა იყვეს ამოცანა ექვსეულში შესვლის და დამკვიდრების, როგორც U18-ი შვებოდა. ალბათ უკეთეს შემოთავაზებას ვერ ვინატრებდით. ახლა მართებთ რაგბის მესვეურებს ხელებდაკაპიწებული მუშაობა. მოკლეთ წინ დიდი ამბები გველოდება.

10:12 | 12.07.2017
BEERTRANCE (1073)

ჩვენს გამო რუმინელების გამო არ ვიცი, მარა მაინც დიდი ნაბიჯი გადაიდგა წინ.

01:34 | 12.07.2017
NIKA..01 (335)

ძალიან ძალიან მაგარია...ამას ვერც კი წარმოვიდგენდი.თუ უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებენ 6 ერის გუნდები მთლად სუპერ იქნება...ყოველ წელს ჩვენი ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ითამაშებენ უძლიერეს გუნდებთან.მინიმუმ 3 თამაშს მაინც ხო ჩაატარებენ ბობოლებთან რა სისტემაც უნდა იყოს.ძალიან მაგარი გამოცდილება იქნება.ახლა საკლუბო რაგბს მიეხედოს და თავისთავად ბავშვთა რაგბის განვითარებას.ყველაფერი ეს თუ გაკეთდა 10 წელიწადში მინიმუმ ელიტის ქვედა დონეს გავუთანაბრდებით

00:25 | 12.07.2017
temuchin (431)

ბიჯო ბიჯოოოო, ეს მართალია თუ მეჩვენება?

22:47 | 11.07.2017
krasni (587)

რაღაც ამგვარის ნატვრა კი მქონდა. ძალიან მაგარი რამეა. გილოცავთ ყველას

21:25 | 11.07.2017
arsenaa (21)

რუმინელები რა დამსახურებისათვის ?

19:51 | 11.07.2017
dede (87)

ამას მიმალავდით?))))))))))))))))))))

0.111606