სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ლეგიონერები

17:57 | 4.07.2017 | ნანახია 3232 - ჯერ

ლომიძე ინგლისისთვის მზადაა

ბორჯღალოსანი ლაშა ლომიძე ახალ სეზონს ინგლისის პრემიერშიპში დაბრუნებულ "ლონდონ აირიშში" დაიწყებს და კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა 24 წლის მორაგბესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

„ყოველთვის მქონდა ამბიცია, რომ რაგბი ინგლისში, უმაღლეს დონეზე მეთამაშა და მოხარული ვარ კარიერის "ლონდონ აირიშში" გაგრძელების შესაძლებლობა რომ მომეცა. ჩემთვის კარგადაა ცნობილი ამ კლუბის ისტორია და ტრადიცია“ - ამბობს ლომიძე, რომელიც ინგლისში გადასასვლელად ემზადება:

„დიდ ბრიტანეთში მარტო მოვდივარ და ეს სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა, თუმცა ამ გამოწვევისთვის მზად ვარ და მიმაჩნია, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე სწორი ნაბიჯი გადავდგი“.

ინგლისამდე ლომიძე ბორჯღალოსნებთან ერთად ამერიკაში, 3-კვირიან ტურნეზე იმყოფებოდა და კანადის, აშშ-სა და არგენტინის წინააღმდეგ ითამაშა. ახლა მას ნიკ კენედის (ლონდონ აირიშის მთ. მწვრთნელი) ხელმძღვანელობით წინასასეზონო მომზადება ელის:

„ვიცი, რომ რთული მოსამზადებელი პერიოდი მელის. ვგრძნობ, რომ შემიძლია გუნდის შერკინებას მეტი ძალა და აგრესია შევმატო. შთამბეჭდავია იმ მორაგბეთა რაოდენობა, რომლებიც კლუბმა მომავალი სეზონისთვის დაიმატა. თითოეული ადგილისთვის უდიდესი კონკურენცია იქნება და ეს გუნდისთვის ძალიან კარგია“.

ლომიძე 2012-2014 წლებში ტოპ 14-ის "მონპელიეში" ირიცხებოდა, 2016 წლის ბოლომდე პრო დე2-ის "ბეზიეში" თამაშობდა, გაზაფხულზე კი რუსეთის ვიცე-ჩემპიონ "კრასნი იარს" ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ტურნირზე დაეხმარა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:08 | 05.07.2017
BEERTRANCE (1073)

აბა შენ იცი

22:49 | 04.07.2017
ogafa (407)

ყოჩაღ წარმატებები

19:38 | 04.07.2017
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებ ! ! !

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.087773
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X