სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ქართველი ლეგიონერები

12:42 | 20.06.2017 | ნანახია 5225 - ჯერ

ქართველები „კლერმონის“ ესპუარებში

საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი „კლერმონი“ ახალი სეზონისთვის ემზადება და კლუბის ხელმძღვანელობამ ესპუარების მხრივ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. გუშინ გამოქვეყნდა 29-კაციანი სია იმ მორაგბეებისა, რომლებიც საფრანგეთის ესპუართა ჩემპიონატში იასპარეზებენ. რა თქმა უნდა, სეზონის მსვლელობისას ამ 29-ს სხვებიც დაემატებიან, მაგრამ ბირთვი ესაა.

ამ 29 კლერმონელს შორის 3 ქართველიცაა - ბურჯები ბექა კაკაბაძე და ნიკა ნეფარიძე, ასევე 8 ნომერი ოთარ გიორგაძე.

სამივე გასულ სეზონშიც იყო „კლერმონის“ ესპუართა გუნდში. ყველაზე დიდ წარმატებას 21 წლის ოთია გიორგაძემ მიაღწია - ტოპ 14-ში დაწინაურდა, მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში დებიუტიც ჰქონდა და სეზონის ბოლოს მის ანგარიშზე მთავარ გუნდში ჩატარებული 4 თამაში და 1 ლელო იყო. დღეს კი ეს ახალგაზრდა მორაგბე ბორჯღალოსანთა შემადგენლობაში ამერიკულ ტურნეზე იმყოფება.

გიორგაძის თანატოლები ნიკა ნეფარიძე და ბექა კაკაბაძე, როგორც თავშივე ითქვა, ბურჯები არიან. ბოლო ხანებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კაკაბაძეს ერთი სეზონით სხვა კლუბში განათხოვრებას უპირებდნენ, მაგრამ საბოლოოდ „კლერმონმა“ ბექას დატოვება გადაწყვიტა.

„კლერმონის“ ესპუარებში გასულ სეზონში კიდევ ერთი ქართველი ბურჯი იყო - 22 წლის ნიკა სვიმონიშვილი. მას „ყვითელ არმიასთან“ კონტრაქტი ამოეწურა და სხვა კლუბის მოძებნა მოუწევს.

ცნობისთვის, 29 კლერმონელ ესპუარს შორის ქართული სახელ-გვარის კიდევ ერთი ახალგაზრდაა - ბურჯი გიორგი ბერია, საფრანგეთის 18-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:07 | 20.06.2017
deqstera (86)

და ეს გიორგი ბერია საქართველოს ახალგაზრდულში რო მოვიწვიოთ ვერა? )))

23:30 | 21.06.2017
პანტელეიმონი (1218)

რაგბის კავშირმა უნდა იმუშაოს ამ საკითხზე აუცილებლად.

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.076938
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X