უცხოური

15:14 | 19.06.2017 | ნანახია 3954 - ჯერ

იარნო აუგუსტუსი - 20-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე

„ჯუნიორ სპრინგბოქსის“ 8 ნომერი იარნო აუგუსტუსი კვირას დასრულებული მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

3-კვირიან ტურნირს საქართველომ უმასპინძლა და აუგუსტუსმა ხუთივე თამაშში შეძლო ლელოს დადება. მან ჯგუფურ ეტაპზე ორი ლელო გაუტანა საფრანგეთს, თითო-თითო - საქართველოსა და არგენტინას, ორჯერ გამოიჩინა თავი ინგლისთან გამართულ ნახევარფინალში და მონაგარი საფრანგეთთან, მესამე ადგილისთვის მატჩში კიდევ ერთი ლელოთი გაზარდა. შედეგად, ის გახდა ტურნირის საუკეთესო მელელოვე.

საუკეთესოს ტიტულს სამხრეთაფრიკელ აუგუსტუსს მსოფლიოს ჩემპიონები, ახალზელანდიელები ტიან ფოლქონი და ვილ ჯორდანი, ასევე ფინალისტები, ინგლისელები ზექ მერსერი და გებრიელ იბითოე ეცილებოდნენ.

„ამ ჯილდოს მონიჭებით წარმოუდგენელი გრძნობა დამეუფლა. არ მეგონა, არჩევანს ჩემზე თუ შეაჩერებდნენ. ჩემთვის ეს დიდი პატივი და უდიდესი აღიარებაა. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს და იმ ადამიანებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს. ასევე მადლობა ჩემს ოჯახს, რომელიც მუდამ მხარში მედგა“, - განაცხადა აუგუსტუსმა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:25 | 19.06.2017
BEERTRANCE (1073)

მე ან ინგლისელ ებიტოიას ან ზელანდიელ აუმუას დავასახელებდი.

15:24 | 19.06.2017
geogoli (367)

პირადად ჩემთვის საუკეთესო ზელანდიის 2 ნომერი აუმუა იყო. არა მარტო ფინალისთვის, ირლანდიასთანაც მაგრად ითამაშა და საფრანგეთთანაც. ჯამში 4 ლელო დადო და სალელოვე პასებიც რო ნახონ ალბათ ჯამში საუკეთესო იქნებოდა. მარტო ლელოზეც არაა, ღლეტვაშიც მაგარი იყო და თავის საქმეს ხო აკეთებდა და აკეთებდა.
დავიმახსოვროთ და წესით მომავალი ვარსკვლავი იზრდება

12:19 | 20.06.2017
პანტელეიმონი (1218)

გეთანხმები

0.090415