ახალზელანდიური „ჩიფსის“ ვინგერი ლელია მასაგა მომდევნო სეზონიდან „გლაზგო უორიორსის“ ღირსებას დაიცავს.აღნიშნული ინფორმაცია შოტლანდიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
30 წლის გარემარბმა ახალ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მასაგა „ჩიფსის“ ღირსებას 2006-2013 წლებში იცავდა, საიდანაც იაპონურ „ჰონდა ჰიტსში“ გადავიდა, ხოლო მიმდინარე სეზონში კვლავ „ჩიფსში“ დაბრუნდა. ლელიას სუპერ რაგბიში 91-ჯერ აქვს ნათამაშები და 38 ლელო აქვს გატანილი, ხოლო 2012 და 2013 წლებში ამ ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ლელია მასაგას „ოლ ბლექსის“ შემადგენლობაში ერთხელ, 2009 წელს აქვს ნათამაშები.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვინგერი რა უბედურებაა? ფრთას ან გარემარბს ვერ იტყვით?