სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
დიდი 10

17:48 | 22.04.2017 | ნანახია 2374 - ჯერ

„ლელო-სარასენსმა“ „ლოკომოტივი“ წლეულსაც გაიარა

ქვეყნის მოქმედმა, ზედიზედ 4-გზის ჩემპიონმა „ლელო-სარასენსმა“ „ლოკომოტრივი“ 15:5 დაამარცხა და ტიტულის დაცვისთვის ბრძოლაში დარჩა.

პლეი-ოფის პირველი ეტაპის პირველ მატჩში ერთმანეთის პირისპირ ტრადიციული მეტოქეები წარსდგნენ. ამ დაპირისპირებაში ბოლო დროს უპირატესობა დიდდიღმელების მხარეს იყო. ბოლო ორი ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ერთმანეთის პირისპირ სწორედ ეს გუნდები წარსდგნენ და გამარჯვებული ორივეჯერ „ლელო-სარასენსი“ გახდა. წლეულს თბილისური დერბი ადრეულ ეტაპზე შედგა და ამ ბრძოლიდან გამარჯვებული ისევ „ლელო-სარასენსი“ გამოვიდა.

თამაში ძლიერ ქარში წარიმართა და საწყის წუთებში უპირატესობას „ლოკომოტივი“ დაეუფლა. მის კონტრშეტევას „ლელო-სარასენსის“ ლელოდან 5 მეტრში შერკინება მოყვა, რამდენიმე დარტყმის შემდეგ მასიური ბურჯი მირიან ბურდული ორი უკანახაზელის პირისპირ დარჩა, მბოჭავების მცდელობის მიუხედავად ლელომდე მანძილი დაფარა და ბურთი დაამიწა. ბექა წიკლაურს ქარში გარდასახვა გაუფუჭდა - 0:5.

მიუხედავად პირქარისა, „ლელო-სარასენსმა“ უპირატესობის მოპოვება პირველსავე ტაიმში მოახერხა და რამდენიმე სალელოვე შეტევა განახორციელა, მაგრამ დასკვნით ფაზებში სიზუსტე არ ყოფნიდა. ქარის წინააღმდეგობის მიუხედავად, ფეხით კარგად ურტყამდა ლაშა ხმალაძე და დიდ მანძილს იგებდა. რადგან ლელოს დადება ვერ ხერხდებოდა, 25-ე წუთზე ირაკლი ყიასაშვილმა კარის პირისპირ დანიშნული ჯარიმა გაიტანა და შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმში ქარიც ჩემპიონის სასარგებლოდ უბერავდა და „ლოკომოტივს“ შეტევაში აღარაფერი გამოუვიდა. „ლელო-სარასენსმა“ ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩია და არც შემცდარა. „რკინიგზელები“ ხშირად ჯარიმდებოდნენ და ირლანდიელმა რეფერიმ ვაჟა ხუციშვილი გაასინბინა, 1 წუთში კი დაშლილ მოლს ზვიად მაისურაძე მოწყდა და ბურთი დაამიწა. გარდასახვა ამჯერად ყიასაშვილს გაუცუდდა - 8:5.

ხუციშვილის სინბინის გასვლას წამები აკლდა, როდესაც ბექა წიკლაურმა „ლელო-სარასენსის“ სწრაფი შეტევა აკრძალული ხერხით შეაჩერა და ისიც 10 წუთითი მიაბრძანეს მინდვრიდან. კაცნაკლულმა „ლოკომოტივმა“ თავის დაცვა შეძლო, მაგრამ ინიციატივას ვერ დაეუფლა და ძლიერი წნეხის ქვეშ ტაიმის ბოლოს გატყდა. ჩემპიონმა ჯარიმით 3 ქულის აღებას კვლავ ლელოზე თამაში არჩია, ამჯერად არშემდგარი მოლის შემდეგ ნოდარ ჭეიშვილმა შეუტია და მისი ლელო ყიასაშვილმა გარდასახა - 15:5!

„ლელო-სარასენსი“ პლეი-ოფის მეორე ეტაპზეა და მეტოქეს ელოდება. ხვალ ქუთაისში „აია“ თბილისის „აკადემიას“ მასპინძლობს და გამარჯვებული მცირე ფინალის საგზურისთვის ჩემპიონს მომავალ კვირაში შეხვდება. მომავალ კვირას ითამაშებენ ლიდერები - გორის „ჯიქი“ და „ბათუმი“, და პირველი ფინალისტიც გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:40 | 24.04.2017
GiorgiG83 (525)

ლოკომოტივს მგეზავი და შეტევაში ფანტაზია აკლია, რაც ლელოს არ უჭირს, თუმცა...
ვნახოთ ჯერ ლელო-აკადემია და შემდეგ დანაჩენი

23:06 | 22.04.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.08873
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X