სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ამბები

14:34 | 13.01.2017 | ნანახია 4543 - ჯერ

სამუშაო ვიზიტი ახალ ზელანდიაში

სანამ საქართველოში ძველით ახალი წელი გათენდება, ბორჯღალოსნების სამი მწვრთნელი და საქართველოს რაგბის აკადემიის ხელმძღვანელი სამუშაო ვიზიტით ახალ ზელანდიაში გაემგზავრება.

ორკვირიანი ვიზიტი საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივით და ბორჯღალოსნების ახალ ზელანდიელი მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის კონტაქტების საშუალებით მომზადდა. ნაკრების შტაბიდან ჰეიგთან ერთად მისი ასისტენტი ლევან მაისაშვილი და შერკინების მწვრთნელი ბრედ ჰარისი მიემგზავრებიან; მათთან ერთად მიემგზავრება სრკ-ს აკადემიის ხელმძღვანელი ზაზა ლეჟავა, რომელიც სამწვრთნელო საქმიანობის გარდა ზელანდიური აკადემიების მუშაობის სისტემასა და პრინციპებს გაეცნობა.

4-კაციანი ქართული დელეგაცია სუპერ რაგბის ორი ზელანდიური ფრანშიზის მუშაობის პრინციპებს გაეცნობა. 15-იდან 22 იანვრამდე ისინი ოკლენდში, ‘ბლუზის’ ბაზაზე იცხოვრებენ, რომლის მთავარი მწვრთნელი ჰეიგის მეგობარი, ვეტერანი ‘ოლ ბლექი’ ტანა უმაგაა. უმაგა 2012 წლის ნოემბერში საქართველოში იმყოფებოდა და ამ პერიოდში ჰეიგს ასისტენტობას უწევდა.

გაწერილი პროგრამის თანახმად, ქართველი მწვრთნელები გუნდის ყველა ვარჯიშს დაესწრებიან, ზელანდიელ სპეციალისტებთან ერთად გაივლიან ვარჯიშის დაგეგმარების პროცესს და სრულად იქნებიან ჩართულნი სამუშაო პროცესში. გარდა ამისა, მათ ექნებათ ინდივიდუალური შეხვედრები როგორც მთავარ, ასევე კონკრეტული მიმართულებების მწვრთნელებთან.

23 იანვრიდან 26 იანვრამდე ქართული დელეგაცია ველინგტონში იქნება, სადაც სუპერ რაგბის მოქმედი ჩემპიონის, ‘ჰარიქეინზის’ მზადების პრინციპებს გაეცნობა. პროგრამა აქაც ისეთივეა, როგორიც ‘ბლუზის’ შემთხვევაში - სრული ჩართულობა სავარჯიშო პროცესში და ინდივიდუალური შეხვედრები სამწვრთნელო შტაბის წევრებთან. გარდა ამისა, ზაზა ლეჟავა გეგმავს, რომ ამ გუნდების სკოლებისა და აკადემიების მუშაობის პრინციპებს გაეცნოს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:00 | 14.01.2017
krasni (587)

რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდის მივლინება იქაურ აკადემიაში მაგარი იქნება.

19:27 | 13.01.2017
პანტელეიმონი (1218)

ძალიან მაგარია

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.078389
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X