გაირკვა ის სტადიონები, რომლებზეც საქართველოს ეროვნული ნაკრები 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის შეხვედრებს გამართავს.
ამ ტურნირის ფარგლებში წელს „ბორჯღალოსნები“ სამ მატჩს სტუმრას და ორს შინ გამართავენ. პირველ მატჩში, 11 თებერვალს ბელგიას ბრიუსელში ვეთამაშებით და შეხვედრა თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება, ხოლო თებერვალს გერმანიას რუსთავში, რაგბის სტადიონზე მივიღებთ. მატჩი 15 საათზე იწყება.
4 მარტს ესპანეთს პატარა პროვინციულ ქალაქ მედინა დელ კამპოში ვეწვევით, რომლის მოსახლეობაც მხოლოდ 22 ათასია და მუნიციპალური სტადიონი 1500 მაყურებელს იტევს, თუმცა სპეციალურად ქართველებთან მატჩისთვის, სტადიონს რეკონსტრუქცია უტარდება და მისი ტევადობა 6500-მდე გაიზრდება.
12 მარტს საქართველო რუსეთს 54-ათასიან „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს, ხოლო ტურნირს 19 მარტს ბუქარესტში, რუმინეთთან ჯახით დაასრულებს. თბილისური შეხვედრა 15 საათზე დაიწყება, ხოლო რუმინეთს 17 საათზე ვეთამაშებით.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მოგითხანთ რაგბის კავშირი თუ რა ჯანდაბაც ჰქვია!! მეტად იაქტიურეთ, მეტი გაა**აკეთ რომ აღარ მოუწიოთ ეს გერმანიები და რუსეთები, თორე გაგვითანაბრდნენ გაისად...
როდემდე უნდა ვეთამაშოთ რუსეთს.. აღარ გვაქვს რაგბის გულშემატკივარს მუღამი.. ან რა გერმანია? ან რა ესპანეთი? პატივს ვცემ ყველა გუნდს მაგრამ ეს უკვე დაცინვაა და მეტი არაფერი...
ადვილად უნდა ვაჯობოთ