ამბები

14:41 | 5.01.2017 | ნანახია 1515 - ჯერ

მორნი სტეინმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

ფრანგული „სტად ფრანსეს“ სამხრეთ აფრიკელმა მგეზავმა მორნი სტეინმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.

„ზუსტად ვიცი, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრებისთვის აღარ ვითამაშებ. ამდენი მგზავრობა აღარ შემიძლია. გარდა ამისა, ტრავმა მოიშუშა და მოედანს უბრუნდება ანდრე პოლარდი. დროა მას და პეტ ლემბის გზა დავუთმო და მათ საკუთარი ნიჭის სრულად წარმოჩენის შესაძლებლობა მივცე“ - განაცხადა სტეინმა.

32 წლის მორაგბეს „სპრინგბოქსის“ მაისურით 66 მატჩი აქვს ჩატარებული და გუნდს 736 ქულა შესძინა. ის მეორე ადგილზეა აფრიკის ნაკრების საუკეთესო მექულეთა შორის და მხოლოდ პერსი მონტგომერის ჩამორჩება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088119