ჭაბუკთა "ა"

15:41 | 8.12.2016 | ნანახია 2776 - ჯერ

„ლელო“ ჭაბუკთა „ა“ ლიგის ჩემპიონია
თბილისის ლელომ ჭაბუკთა „ა“ ლიგის ფინალში ქუთაისის „აია 1“ დაამარცხა და 2016 წლის ჩემპიონი გახდა

ქუთაისის „აია არენამ“ ჭაბუკთა „ა“ ლიგის 2016 წლის ფინალს უმასპინძლა, რომელშიც „აიამ“ „ლელო“ მიიღო. მატჩი დაძაბული გამოდგა, სტუმრებმა 2 ქულის სხვაობით, 15:13 სძლიეს ქუთაისელ თანატოლებს და 2016 წლის „ა“ ლიგის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ.

შეგახსენებთ, რომ ფინალში მესამე ადგილისთვის, გუშინ „შევარდენზე“ „ლოკომოტივი“ და „ხარები“ შეებნენ. 10:3 გამარჯვების შედეგად „ხარებმა“ მესამე ადგილი დაისაკუთრეს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.133263