ტესტ-მატჩები

12:46 | 30.10.2016 | ნანახია 1999 - ჯერ

ინგლისი ნოემბერს დანაკლისით ხვდება

ინგლისის ნაკრები ნოემბრის ტესტ-მატჩებს დანაკლისით ხვდება. ტრავმებით განსაკუთრებით მეორეხაზელები დაზარალდნენ და მარო იტოჟესა და ჯორჯ კრუიზის შემდეგ, ედი ჯონსი „ნორთჰემპტონის“ 27 წლის მორაგბე ქორთნი ლოუსაც მოისაკლისებს.

მას მუხლის ტრავმა აწუხებს, რომლის მოშუშება გაჭიანურდა:

„ქორთნის დაზიანება ძალიან ცუდად გამოიყურება. სამწუხაროდ, გაუმჯობესებას ვერ ვხედავთ. აუცილებელია სკანირება, რათა ტრავმის სიმძიმე დავადგინოთ. ვფიქრობ, ის ნოემბრის ტესტ-მატჩებს გამოტოვებს. ყოველ შემთხვევაში, მოედანზე მინიმუმ 2-3 კვირა ვერ გავა“ - განაცხადა „ნორთჰემპტონის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯიმ მალინდერმა.

ინგლისის ნაკრები 12 ნოემბერს სამხრეთ აფრიკას მასპინძლობს, 19-ში ფიჯის მიიღებს, 26-ში არგენტინას დაუხვდება, ხოლო 3 დეკემბერს ავსტრალიას შეხვდება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:16 | 31.10.2016
meleksa (132)

მელა ჯოუნსს არ უნდა ზელანდიასთან შეხვედრა

0.086157