„მსოფლიო რაგბის“ აღმასრულებელი დირექტორი ბრეტ გოსპერი პრო 12-ში ამერიკული ფრანშიზის ჩართვის იდეას ემხრობა.
ცოტა ხნის წინ ყოფილი „კელტების ლიგის“ თავკაცმა მარტინ ანაიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების რაგბის კავშირთან, ამ ქვეყნის ფრანშიზის ტურნირში ჩართვასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს [იხილეთ http://rugby.worldsport.ge/ge/page/5507_amerika-evropas-uaxlovdeba] და იდეას მხარდამჭერები უკვე მსოფლიო რაგბის მმართველებშიც გამოუჩნდა.
„მსოფლიო რაგბი“ პრო 12-ის გაფართოებას და მასში ჩრდილოეთ ამერიკიდან, გნებავთ აშშ-დან და გნებავთ კანადიდან, ფრანშიზის ჩართვის იდეას ემხრობა. ამერიკული ბაზარი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. შეერთებულ შტატებში რაგბის პოპულარიზაცია უზარმაზარი ტემპებით იზრდება. ჩვენი შეხედულებით, გაფართოება შესანიშნავი იდეაა. ამერიკული გუნდის პრო 12-ში მონაწილეობა, მოთამაშეებს განვითარების საშუალებას მისცემს და მათ აღარ მოუწევთ მაღალი დონის თამაშებისთვის სამშობლოს დატოვება“ - ამბობს გოსპერი.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩვენს გარდა ოღონდ ვინმე იყოს რა. აზერებს დაიმატებენ, ფული თუ დაანახეს.