კელტების ლიგა

14:06 | 24.08.2016 | ნანახია 3542 - ჯერ

ამერიკა ევროპას უახლოვდება

ირლანდიელების, უელსელების, შოტლანდიელების და იტალიელების გაერთიანებული ლიგის, პრო 12-ის ხელმძღვანელობა აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს ამერიკელებთან და არაა გამორიცხული, უახლოეს მომავალში ყოფილი „კელტების ლიგის“ გათამაშებაში ამერიკული ფრანშიზი ჩაერთოს.

რა თქმა უნდა, ამის უმთავრესი მიზეზი კომერციული დაინტერესებაა, თუმცა კალენდარი და უფრო კონკრეტულად სანაკრებო ექვსი ერი, გარკვეულ პრობლემებს ქმნის.

„ამერიკის შეერთებული შტატების რაგბის კავშირთან მოლაპარაკება გვქონდა ამერიკული ფრანშიზის შექმნის და მისი პრო 12-ში ჩართვის შესახებ. განვიხილეთ ტელეტრანსლიაციების და სპონსორობის საკითხები. ერთადერთი გზა, ვაქციოთ მეორე ეშელონის ქვეყანა პირველად, ესაა პროფესიონალური საკლუბო რაგბის განვითარება.

რა თქმა უნდა, კომერციული თვალსაზრისით ჩვენი ურთიერთობა ძალიან მიმზიდველია. მაგრამ მთავარი პრობლემა ექვსი ერია. აუცილებელია მისი ჩატარების ვადების შეცვლა, რადგან ამერიკაში სარაგბო სეზონს ვერ შევცვლით. იდეალურ ვარიანტში, ექვსი ერი ევროპის საკლუბო ჩემპიონატების დასრულების შემდეგ უნდა ტარდებოდეს. ამ შემთხვევაში კლუბები ნაკრებში მოთამაშე მორაგბეებს არ დაკარგავენ“ - ამბობს პრო 12-ის თავკაცი მარტინ ანაი.

გლობალური კალენდრის შექმნაზე და მსხვილი სანაკრებო ტურნირების თუ ტესტ-მატჩების ჩატარების თარიღის შეცვლაზე ბოლო ერთი წელიწადია აქტიურად საუბრობენ, თუმცა ეს 2020 წლამდე ვერ მოხდება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:54 | 24.08.2016
shotai-olimpi (89)

ისემც ამათ რა ვუთხარი ასე დონე ვერ აწიონ, თუ მართლა სურთ რომ რაგბი მსოფლიო სპორტის წამყვან სახეობად ჩამოაყალიბონ უნდა მისცენ მეორე და მესამე ეშელონის ნაკრებებს ნება რომ დაიმატონ ნატურალიზირებული მოთამაშეები საწყის ეტაპზე მინიმუმ 7-8, იმდენი კარგი მორაგბეა რომლებიც წამყვან ნაკრებებში ვერ ხვდებიან და დიდი სიამოვნებით ითამაშებდნენ სხვა ქვეყნის შემადგენლობაში, რაც გამოიწვევს ნაკრებების დონის გათანაბრებას (იაპონიის მაგალითი) შესაბამისად მოიმატებს მაყურებელიც და მეტი ადამიანი დაინტერესდება რაგბით, შესაბამისად შემდეგ უნდა გააუქმონ 6 ერი და ჩაატარონ ისეთი ევროპის ჩემპიონატი და ლიგა როგორიც ფეხბურთშია და არა რაღაც საოცრება 6 ერის მონაწილეობით!!! რათ უნდათ ახალი ველოსიპედის გამოგონება როდესაც ფეხბურთის სახით მშვენიერი მაგალითი აქვთ!!

16:27 | 24.08.2016
BEERTRANCE (1073)

ამათი მეძავი დდშ მართლა.

16:20 | 24.08.2016
dinamo222 (692)

აი ესაა ნაბო..რი ევროპა --- მაგათ პირველ რიგში ფული აინტერესებთ @ კუვეიტს და საუდის არაბეთს რეგბის გუნდები რომ ყავდეთ იმათაც სიამოვნებით მიიწვევენ @@

16:55 | 24.08.2016
tengocie (60)

+1

0.07984