„რაგბი ჩემპიონშიპის“ პირველ მატჩამდე ერთი დღით ადრე, მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიას საკადრო პრობლემები შეექმნა.
მას შემდეგ, რაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა 23-კაციანი განაცხადი ჩამოწერა, ვარჯიშისას „ოლ ბლექსის“ კვაჭი ნათან ჰარისი დაშავდა. მან მუხლი დაიზიანა და შაბათს სიდნეიში, ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ ვეღარ ითამაშებს.
შედეგად, სასტარტო 15-ეულში მარქაფიდან დაწინაურდა კოდი ტეილორი, ხოლო სათადარიგოთა სკამზე მის ადგილს დენ კოულსი დაიკავებს, რომელსაც თავის მხრივ ნეკნი აწუხებს.
ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 14 საათზე დაიწყება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მერაბ კვირიკაშვილი ჩამოვიდა საფრანგეთიდან და ლელოში გააგრძელებს კარიერასო.
ოჰ მაგაზე იდარდებენ ესენი, მსოფლიოს საუკეთესო კვაჭი განაცხადშიც არ ყავდათ შეყვანილი. პირიქით ამ ტრავმის მერე ჩასვეს კოულსი და თუ რამე მოხდა შემოვა და ირბენს კაი უკანახაზელივით