სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
სხვა

16:21 | 27.07.2016 | ნანახია 4599 - ჯერ

ბუჯიაშვილი და კობაური „ვალანსში“

ფედერალ 1-ის „ვალანსში“ მომავალ სეზონში ორი ქართველი ლეგიონერი - ხვიჩა ბუჯიაშვილი და არჩილ კობაური ითამაშებენ.

ამ ამბავს ადგილობრივმა გაზეთმა სპეციალური სტატია მიუძღვნა სათაურით - „ვალანსის“ მომავალი და ისიც გაიხსენა, რომ სხვადასხვა დრო კლუბის ღირსებას სამი „ბორჯღალოსანი“ იცავდა: გიორგი ნემსაძე, დიმიტრი ბასილაია და სიმონ მაისურაძე. „ვალანსში“ იმედოვნებენ, რომ ქართველები მომავალ სეზონშიც იქნებიან გუნდის გამწევი ძალა“ - წერია სტატიაში.

24 წლის ხვიჩა ბუჯიაშვილის სიმაღლე 191 სანტიმეტრია და 109 კილოგრამს იწონის. გასული სეზონი მან „მასიში“ გაატარა და 7 და 8 ნომრების გარდა, მეორე ხაზშიც თამაშობდა. ფრანგული პრესა აკონკრეტებს, რომ სხვა ახალგაზრდა მორაგბეების მსგავსად, ხვიჩამაც რაგბის თამაში გართობის მიზნით დაიწყო, მერე კი, თავად სპორტსმენის სიტყვები მოყავს:

„17 წლის ასაკში რაგბისადმი უფრო სერიოზული მიდგომა გამიჩნდა და ყველა ასაკობრივ ნაკრებში ვითამაშე. 2013 წელს, 21 წლის ასაკში „ალბიში“ ჩამოვედი და ორჯერ პირველ გუნდში, პროფესიულ დონეზე ვითამაშე, თუმცა მუხლის ტრავმამ მთელი 9 თვით შემაფერხა. როდესაც ტრავმა მოვიშუშე „მასის“ მივაშურე და გასული სეზონი იქ გავატარე“.

მიუხედავად მძაფრი კონკურენცისაა, ბუჯიაშვილმა გასული სეზონის 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ახალ გუნდთან კი, იმ პირობით გააფორმა კონტრაქტი, რომ მესამე ხაზის გარდა მეორეშიც ითამაშებს. ქართველის ამ გადაწყვეტილებამ მწვრთნელი ძლიერ გაახარა.

„მსურს რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო მოედანზე და ამის გამო დავთანხმდი მეორე ხაზში თამაშს“ - ამბობს ბუჯიაშვილი, რომელიც საფრანგეთში თბილისის „არმიადან“ წავიდა და რომელმაც „ვალანსს“ მომავალი 1 წლით დაუკავშირა. ის ადგილზე შაბათს ჩავიდა და ორშაბათს ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა, რომლის ახალი სეზონი 6 სექტემბერს იწყება.

რაც შეეხება მარცხენა ბურჯ არჩილ კობაურს, ის „ყოჩების“ აღზრდილია და საფრანგეთში, „მასის“ ახალგაზრდულ გუნდში 2007 წელს წავიდა. თამაშობდა საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში და „მასის“ პირველ გუნდშიც მოასწრო თამაში. მერე იყო ფედერალ 1-ის „დომონი“ და შარშანდელი სეზონი ასევე ფედერალ 1-ის „კონაკში“ გაატარა. 27 წლის მორაგბემ „ვალანსს“ საკუთარი მომავალი ასევე ერთი წლით დაუკავშირა.

ზურა ქსოვრელი

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
1.272619
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X