ჩემპიონატები

12:40 | 9.05.2016 | ნანახია 3925 - ჯერ

ზირაქაშვილი დაბრუნდა, მჭედლიძემ გაიბრწყინა (+ვიდეო)

საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონი, ტოპ 14-ის 23-ე ტური მრავალმხრივ წარმატებული აღმოჩნდა ქართველი ლეგიონერებისა და მათი კლუბებისთვის.

რეგულარული გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა, დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის „კლერმონმა“, მიმდინარე სეზონში მე-9 გასვლითი შეხვედრა მოიგო და სასწაული უნდა მოხდეს პირველი ადგილი რომ დაკარგოს. ამჯერად „ვულკანების“ მსხვერპლი გიორგი ნაცარაშვილის „პო“ გახდა, რომელსაც სტუმრებმა 16:10 აჯობეს.

ტვინის შერყევის გამო შეხვედრა გამოტოვა კოლელიშვილმა. სამაგიეროდ, ტრავმა მოიშუშა და მოედანს დაუბრუნდა ზირაქაშვილი, რომელსაც 2015 წლის 6 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია. გამოჯანმრთელებული ქართველი ბურჯი მწვრთნელებმა პირდაპირ სასტარტო სასტარტო შემადგენლობაში დააყენეს და 53-ე წუთზე შეცვალეს. სასტარტო შემადგენლობაში იყო მასპინძელთა ბურჯი ნაცარაშვილი, რომელიც მე-6 წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს, 4 წუთში მოედანს დაუბრუნდა, მაგრამ 36-ეზე კვლავ შესაცვლელი შეიქმნა.

„კლერმონმა“ თამაში მძლავრად დაიწყო და 12 წუთში ორი ლელო გაიტანა. მატჩის დაწყებისთანავე სტუმრებმა ფეხით დაბრუნებული ბურთი აიღეს და ხელდახელ წამოღებული კონტრშეტევა ნიკ აბენდენონმა, ხოლო მეორე შეტევა ნოა ნაკაიტაკიმ დაასრულა - 0:10. „პომ“ შესვენებამდე ჯარიმა გაიტანა, მეორე ტაიმის დებიუტში კი, მორგან პარას ჯარიმას ვოტუს ლელოთი და კოლინ სლეიდის გარდასახვით უპასუხა. პარამ მორიგი ჯარიმა 73-ე წუთზე გაიტანა, ბოლოს მასპინძელთა მოლი ლელოს მიწვდა, მაგრამ ბურთი ჩაიხურა და „კლერმონმაც“ 16:10 მოგებით ლიდერობა გაიმყარა.

ტოპ 14-ში რვა და ჩელენ ქაფის ჩათვლით 10-მატჩიანი მოგებების სერია შეუწყდა მიხეილ ნარიაშვილისა და დუდუ ქუბრიაშვილის „მონპელიეს“. გუნდს 13 მაისს ჩელენჯ ქაფის ფინალი ელის „ჰარლექუინსთან“ და ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები, მათ შორის ქართველი ბურჯები დაასვენა. „მონპელიე“ ლექსო ყაულაშვილისა და გაგი ბაზაძის „ლა როშელს“ ეწვია და 10:36 დამარცხდა. ქართველი ბურჯები არ იყვნენ მასპინძელთა განაცხადშიც, რომლებმაც 36:10 მოიგეს და პრემიალური ქულაც აიღეს. მიუხედავად მარცხისა, „მონპელიე“ მეორე ადგილზე რჩება.

მოქმედმა ჩემპიონმა, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის „სტად ფრანსემ“ ლიგაში დარჩენის საკითხი გადაწყვიტა. პარიზელებმა უშუალო კონკურენტს, უახლოეს მდევარს, გიორგი ვეფხვაძის „ოიონას“ უმასპინძლეს,10 ლელო დაუდეს და 69:8 გაანადგურეს. ქართველი ლეგიონერებიდან განაცხადში მხოლოდ ჟვანია იყო, რომელიც თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო. ახლა „სტად ფრანსე“ მდევარს 15 ქულით უსწრებს, რისი აღმოფხვრაც დარჩენილ სამ ტურში პრაქტიკულად შეუძლებელია.

კარლენ ასიეშვილის, გიორგი ჟღენტისა და გოდერძი შველიძის „ბრივმა“ დავით ხინჩაგიშვილის „რასინგი“ მიიღო და 33:27 დაამარცხა. პარიზელებს 14 მაისს ჩემპიონთა თასის ფინალი ელით და „მონპელიეს“ მსგავსად, ლიდერები მათაც დაასვენეს. შეხვედრა უხეში გამოდგა და რეფერის ხუთჯერ მოუხდა ჯიბიდან ყვითელი ბარათის ამოღება - სამჯერ მასპინძლები და ორჯერ სტუმრები გაასინბინა. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, „რასინგმა“ პირველ ტაიმში 3 ლელო გაიტანა და დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ შესვენებაზე მდევრის როლში გავიდა - 21:23.

51-ე წუთზე „ბრივმაც“ შეძლო თავისი მესამე ლელოს დადება, მერე გუნდებმა ქულები დარტყმებით აგროვეს, „ბრივმა“ 20 წუთი კაცნაკლულმა ითამაშა, თუმცა გაძლო და თეორიულად, საჩემპიონო პლეი ოფში შესვლის შანსი ჯერ კიდევ რჩება. ქართველი ბურჯებიდან „რასინგის“ წინააღმდეგ მხოლოდ ასიეშვილმა ითამაშა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს.

ვასილ კაკოვინის „ტულუსმა“ თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის „აჟენს“ უმასპინძლა და 52:19 დაამარცხა. „აჟენს“ პრო დ2-ში დაქვეითებისგან ვეღარაფერი იხსნის, თუმცა საქართველოს ნაკრების გარემარბი მჭედლიძე საუცხოო სეზონს ატარებს და საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბს ლამაზი ლელოც გაუტანა (იხილეთ ვიდეო). ეს მისი მეხუთე ლელოა მე-13 მატჩში. მთლიანობაში, ტულუზელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვე და სამის წილ 8 ლელო დაუდეს.

მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავას, კოტე მიქაუტაძისა და იური ნატრიაშვილის „ტულონმა“, „კასტრი“ 17:7 დაამარცხა და მეორე ადგილს მიუახლოვდა. სასიამოვნოა, რომ მასპინძელთა განაცხადში 3, 4 და 5 ნომრებზე ქართული გვარები იყო ჩაწიკწიკებული. წმინდად ქართული მეორე ხაზი 56-ე წუთამდე ირჯებოდა, მერე მიქაუტაძე შეცვალეს, გორგოძე სრულად გაისარჯა, ხოლო ჩილაჩავა მოედანზე 63-ე წუთამდე იყო. მე-11 წუთზე კარენ ვიონგმა ჩილაჩავას დაარტყა და სინბინით დაისაჯა.

მასპინძლებმა ტაიმი 10:0 მოიგეს, 62-ე წუთზე მეორე ლელო დადეს და 17:0 დაწინაურდნენ, ხოლო მატჩის მიწურულს მესამე, პრემიალური ლელოს გატანის იმედად, საკუთარი 22-იდან ხელდახელ სცადეს იერიშის დაწყება, მაგრამ ბურთი დაკარგეს და ლელო, რომელსაც პრაქტიკულად არაფერი შეუცვლია, თავად მიიღეს - 17:7.

ახლა ტოპ 14-ში ორკვირიანი დასვენებაა და 24-ე ტურის თამაშები 21-22 მაისს გაიმართება.

საფრანგეთი. ტოპ 14. XXIII ტური

გრენობლი - ბორდო 14:20

სტად ფრანსე - ოიონა 69:8

ლა როშელი - მონპელიე 36:10

პო - კლერმონი 10:16

ბრივი - რასინგი 33:27

ტულუზი - აჟენი 52:19

ტულონი - კასტრი 17:7

1.

კლერმონი

23

16

1

6

631:391

79

13

2.

მონპელიე

23

16

0

7

643:492

73

9

3.

ტულონი

23

14

0

9

647:394

72

16

4.

რასინგი

23

15

1

7

501:470

68

6

5.

ტულუზი

23

13

2

8

580:351

66

10

6.

ბორდო

23

13

2

8

499:433

61

5

7.

კასტრი

23

12

0

11

523:442

58

10

8.

ლა როშელი

23

11

0

12

511:502

54

10

9.

ბრივი

23

11

1

11

442:477

52

6

10.

გრენობლი

23

10

0

13

555:652

47

7

11.

პო

23

9

1

13

368:574

41

3

12.

სტად ფრანსე

23

8

0

15

491:534

37

5

13.

ოიონა

23

5

0

18

373:774

22

2

14.

აჟენი

23

4

0

19

469:747

21

5

XXIV ტური. 21-22 მაისი

აჟენი - ტულონი, კასტრი - ლა როშელი, რასინგი - პო, ოიონა - ტულუზი, ბრივი - გრენობლი, მონპელიე - ბორდო, კლერმონი - სტად ფრანსე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084958