ვიდეო

9:56 | 9.05.2016 | ნანახია 5837 - ჯერ

მჭედლიძის მუჯლუგუნი და მეხუთე ლელო! (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა და ამავდროულად, უკვე გამოცდილი გარემარბი თამაზ მჭედლიძე საუცხოო სეზონს ატარებს.

საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ის 23-ე ტურში, ის „ტულუზთან“ მატჩში შეცვლაზე 52-ე წუთზე შევიდა და 10 წუთში ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა. თაზო 22-ში ფეხით შეცურებულ ბურთს მიყვა და აიტაცა,ბოჭვაზე წასული საფრანგეთის ნაკრების გარემარბი ვინსენ კლერი მუჯლუგუნით მოიშორა და ლელოში შევიდა.

23 წლის მორაგბისთვის ეს მე-5 ელიტური ლელოა მიმდინარე გათამაშებაში. აქამდე მჭედლიძემ „პოს“ 3 ლელო დაუდო - ორი გასვლით და ერთი საშინაო შეხვედრაში, ერთხელ კი „მონპელიე“ დაალელოვა. მისი მაჩვენებელი უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, მაგრამ ტოპ 14-ის მხოლოდ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მიზეზი მარტივია - ის ჯერ „ბორჯღალოსნებთან“ ერთად ინგლისში მსოფლიო თასზე იბრძოდა, ხოლო თებერვალ-მარტს გუნდს ერთა თასის მორიგი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080141