სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ზე-18

15:02 | 30.04.2016 | ნანახია 1420 - ჯერ

„ბლუზმა“ თრილერში იმარჯვა, „ჰაილენდერსი“ მეხუთეა (+ვიდეო)

დღეს დილით ოკლანდში ახალზელანდიურ-ავსტრალიური თრილერი შედგა, რომელშიც ადგილობრივმა „ბლუზმა“ დაძაბულ ბრძოლაში „რებელსი“ 36:30 დაამარცხა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მე-3 წუთზე სტუმრათა შუამარბმა რის ჰოჯმა „ბლუზის“ მცველების შეცდომით ისარგებლა და პირველი ლელო დადო, დებრეცინიმ გარდასახვა ააცილა, თუმცა ცოტა ხანში ჯარიმა გაიტანა - 8:0.

შემდეგ მასპინძელთა ჯერი დადგა, რომლებმაც 17 წუთში ზედიზედ ოთხი ლელოს დადება მოახერხეს. მე-15 წუთზე კაპიტანმა ჯეიმს პარსონსმა, მე-20 წუთზე ჯერემი კაინომ, ხოლო 24-ე წუთზე ჩარლი ფაუმუინამ შეძლეს ხუთ-ხუთი ქულის მითვლა. ამის შემდეგ სტუმართა მგეზავმა დებრეცინიმ ჯარიმა დაარტყა ზუსტად, რასაც „ბლუზის“ მეოთხე ლელო მოჰყვა - მასპინძლებმა ცენტრიდან განაახლეს შეხვედრა და ბურთი თავადვე იგდეს ხელთ, ტუიპულოტუმ რამდენიმე მეტრით წინ წაიწია, ბურთი მგეზავ იჰაია ვესტს მიუვიდა, რომელმაც დაცვაში სიცარიელე სწრაფად შენიშნა და ლელო დადო. ოთხი ლელოდან ვესტმა მხოლოდ ორის გარდასახვა შეძლო - 24:11.

პირველი ნახევრის ბოლო ლელო ავსტრალიელებმა დადეს: 39-ე წუთზე მეტოქის ხუთმეტრიან ხაზთან დერეფანი მოიგეს, კარგი მოლი ააგორეს და ჯორდი რიდმა ლელო მიითავალა, გარდასახვა ზუსტია და პირველი ტაიმი 24:18 დასრულდა.

მეორე ნახევარი „ბლუზის“ უპირატესობით დაიწყო, საწყის წუთებში ტევიტა ლიმ და ლოლაგი ვისინიამ შეძლეს ლელოების დადება, ვესტს ამჯერადაც უმტყუნა მიზანმა და მხოლოდ ერთი გარდასახა- 36:18. 65-ე წუთამდე არაფერი შეცვლილა, შემდეგ სტუმართა მესამეხაზელმა კოლბი ფაინგამ მარცხენა ფრთიდან მოახერხა ლელოს დადება. სამ წუთში სეფა ნაივალუმ პატარა სასწაული შემოგვთავაზა - მან თითქმის მთელი მოედანი გაირბინა და ლელო დადო, მაგრამ სტუმრებმა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს და ექვსი ქულის სხვაობით - 36:30 დამარცხდნენ.

ტანა უმაგას შეგირდებისთვის ეს მე-4 გამარჯვება იყო და ისინი სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე არიან. „რებელსმა“ შვიდ ქულაზე ნაკლებით მარცხისთვის ბონუსქულა მოიპოვა და 23 ქულა დააგროვა. ავსტრალიელები მე-8 პოზიციაზე იმყოფებიან.

დღის მეორე მატჩში „ჰაილენდერსი“ და „ბრამბისი“ შეიბნენ. სტუმრები მოლში მძლავრობდნენ, სხვა მხრივ უპირატესობას ახალზელანდიელები ფლობდნენ და ეს საბოლოო ანგარიშშიც აისახა - 23:10. მატჩის გმირი „ჰაილენდერსის“ მგეზავი ლიმა საპოაგა იყო, რომელმაც თავის გუნდს 18 ქულა შესძინა. ამ გამარჯვების შემდეგ „მთიელებს“ 28 ქულა დაუგროვდათ და მე-5 ადგილზე გადაინაცვლეს, „ბრამბისი“ კი, 21 ქულით მეათეა.

ბლუზი - რებელსი 36:30

ჰაილენდერსი - ბრამბისი 23:10

უჩა გოგიძე

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.081023
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X