სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ინგლისი

14:27 | 30.04.2016 | ნანახია 1376 - ჯერ

„სეილი“ სახლშიც დამარცხდა

ინგლისის პრემიერშიპის XXI ტურის პირველ მატჩში, „სეილ შარქსმა“ მიმდინარე სეზონში საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ბოლოჯერ ითამაშა და შინაურ არენაზე პირველად დამარცხდა.

განვლილი 10 მატჩიდან „ზვიგენებს“ 8 მოგებული ჰქონდათ და ორი ფრედ დაასრულეს, „გლოსტერთან“ შეხვედრას კი, დამატებითი მოტივაცია ახლდა. ერთი კვირის წინ გამოტოვებულ შეხვედრაში „ბათთან“ განცდილი მარცხის მიუხედავად, მათ საჩემპიონო ოთხეულში შესვლის მცირედი შანსი შერჩენილი ჰქონდათ, მაგრამ ამისათვის დარჩენილი ორი თამაში უნდა მოეგოთ, ასე კი, პრაქტიკულად ყველაფერი დასრულდა.

პირველ ტაიმში ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო უპირატესობის მოპოვება და ზეწოლა არცერთის მხრიდან იყო ისეთი, რომ საქმე ლელომდე მისულიყო. „გლოსტერი“ გრეიგ ლეიდლოუს ჯარიმით ორჯერ დაწინაურდა, დენი სიპრიანიმ წონასწორობა ორივეჯერ აღადგინა და ტაიმი 6:6 დასრულდა. 54-ე წუთზე, მორკინალების მიერ რამდენიმე მოკლე დარტყმის შედეგად, „სეილმა“ დაახლოებით 8 მეტრი დაფარა და 7 300-მა მაყურებელმა სამოელი ჯონი ლეოტას ლელოთი გაიხარა, მაგრამ არცთუ მახვილი კუთხიდან გარდასახვა არაზუსტი იყო.

ლეიდლოუმ 69-ე და 76-ე წუთებზე ორი ჯარიმა გაიტანა და „გლოსტერი“ 12:11 დააწინაურა. „შარქსმა“ ბოლო შეტევა საკუთარი ნახევრიდან წამოიწყო და მეტოქის ლელოს 25 მეტრამდე მიუახლოვდა, მაგრამ სიჩქარეში წინთამაში შეემთხვა და მხოლოდ პრემიას დასჯერდა. „გლოსტერი“ ამ მოგებით მე-8 ადგილზე დარჩა, მაგრამ ქულებით ექვსეულს მიუახლოვდა და გაისად ჩემპიონთა თასზე მოხვედრის შანსი შეინარჩუნა, ოღონდ მისი ბედი კონკურენტი გუნდების შედეგებზეა დამოკიდებული. „სეილი“ ჯერჯერობით მეხუთეა, მაგრამ ტურის დასრულების შემდეგ, შესაძლოა ექვსეულს მიღმა აღმოჩნდეს.

ზურა ქსოვრელი

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.080151
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X