სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ზე-18

12:19 | 25.04.2016 | ნანახია 2236 - ჯერ

„ჯვაროსნებს“ ვეღარ აჩერებენ (+ვიდეო)

სუპერ რაგბის მე-9 ტურის ბოლო მატჩი გუშინ კანბერაში გაიმართა. ადგილობრივმა „ბრამბისმა“ ახალზელანდიური „კრუსეიდერსი“ მიიღო და 14:40 წააგო. „ჯვაროსნები“ წლევანდელ გათამაშებაში ძალიან კარგად გამოიყურებიან - ეს მათი ზედიზედ მე-7 გამარჯვება იყო, ხოლო ავსტრალიელები შარშანდელთან შედარებით ცუდად თამაშობენ და ცხრილის შუა ნაწილში ტრიალებენ.

პირველ ტაიმში მასპინძლების ერთი გარდასახვიანი ლელოს წილ, „კრუსეიდერსმა“ ოთხი ლელოს დადება მოახერხა, საიდანაც რიჩი მოუნგამ სამი გარდასახა. მე-6 წუთზე ლელო სტუმრების ფიჯელმა გარემარბმა ნემანი ნადოლომ დადო, მან შერკინებიდან გამოტანილი ბურთი მეტოქის ხუთმეტრიან ხაზთან მიიღო და გოლიათის გაჩერება ვეღარავინ მოახერხა. პირველ ნახევარში სტუმართაგან დანარჩენი ლელოები მასლაი-ტორიმ, ისრაელ დეგმა და კოდი ტეილორმა დადეს, ხოლო „ბრამბისის“ ერთადერთი ლელოს ავტორი რობი კოლმანია.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში მასპინძლებმა 19- ქულიანი ჩამორჩენა შეამცირეს, წინა ტურში სამი ლელოს დამდებმა ჯო ტომანიმ თავი ახლაც გამოიჩინა - მან მარჯვენა ფრთაზე კარგად ჩათამაშებული კომბინაცია დაასრულა და გარდასახვაც ზუსტი იყო - 14:26.

დარჩენილ დროში ავსტრალიელებს აღარაფერი გამოუვიდათ, სამაგიეროდ სტუმრებმა შეძლეს ორი ლელოს დადება - 52-ე წუთზე კვაჭმა კოდი ტეილორმა ირბინა უკანახაზელივით და დუბლი გაიფორმა, გარდასახვა მოუნგამ გაიტანა; 65-ე წუთზე კი შეცვლაზე შემოსულმა მარტი მაკენზიმ ლამაზი ფინტის შემდეგ მოახერხა ლელოს დადება, რომელიც თვითონვე გარდასახა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 14:40.

გამარჯვების შემდეგ „ჯვაროსნებს“ 32 ქულა დაუგროვდათ, ისინი სუპერ რაგბის სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე არიან და ერთი ქულით ჩამორჩებიან ლიდერ „ჩიფსს“. ხოლო „ბრამბისს“ 21 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა.

უჩა გოგიძე

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.077292
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X