ჭაბუკთა „ა“ ლიგის მეორე ეტაპის ოთხივე თამაში გუშინ გაიმართა და ყველა მათგანში ერთმა გუნდმა პრემიალური ქულა ჩაიწერა.
ბონუს-ქულა სამმა მოგებულმა და ერთმა წაგებულმა გუნდმა მიიღო, გამარჯვებები კი, ოთხივე შემთხვევაში იმათ დარჩათ, რომლებმაც პირველი ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულეს.
ვარკეთილში „ლელომ“ „არმიას“ უმასპინძლა და 50:3 დაამარცხა. საკუთარ ბაზაზე, დიღომში დაუხვდა „ლოკომოტივი“ „იუნკერები ჩოხოსნებს“ და 41:8 აჯობა, ხოლო ქუთაისურ დერბიში „აია 1“ „ბაგრატზე“ ბევრად ძლიერი აღმოჩნდა - 97:3. მასპინძლებმა მხოლოდ ერთ შეხვედრაში, „ვისოლზე“ ვერ მოიგეს. იქ „ჯიქი“ რუსთავის „ხარებთან“ 10:16 დამარცხდა და პრემიალურ ქულას დასჯერდა.
შეგახსენებთ, რომ გუნდებს მეორე ეტაპზე გადაყვათ იმ თამაშის შედეგები, რომლებიც პირველი ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე პირველ-მეორეადგილოსნებს შორის დაფიქსირდა. მესამე ტურის თამაშები 26-27 აპრილს გაიმართება.
19/04 | კლუბი ქალაქი | თ | მ | ფ | წ | +პ | +ნ | -დ | გატ:გაშ | სხვ | ქ |
1 | აია 1 ქუთაისი (ა1) | 2 | 2 | 0 | 0 | 2 | 0 | 0 | 148:003 | +145 | 10 |
2 | ლოკომოტივი თბილისი (გ1) | 2 | 2 | 0 | 0 | 2 | 0 | 0 | 081:008 | +73 | 10 |
3 | ლელო თბილისი (ბ1) | 2 | 2 | 0 | 0 | 1 | 0 | 0 | 060:006 | +54 | 9 |
4 | ხარები რუსთავი (დ1) | 2 | 2 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 042:024 | +18 | 8 |
5 | ჯიქი თბილისი (ა2) | 2 | 0 | 0 | 2 | 0 | 1 | 0 | 010:067 | -57 | 1 |
6 | ბაგრატი ქუთაისი (ბ2) | 2 | 0 | 0 | 2 | 0 | 1 | 0 | 006:107 | -101 | 1 |
7 | იუნკერები ჩოხოსნები (დ2) | 2 | 0 | 0 | 2 | 0 | 0 | 0 | 022:067 | -45 | 0 |
8 | არმია თბილისი (გ2) | 2 | 0 | 0 | 2 | 0 | 0 | 0 | 003:090 | -87 | 0 |
^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო განრიგი (ა4) | 19/04 @ 20.20 | ||||||||||
ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში |
ზურა ქსოვრელი
ნინუცა კაპანაძის ფოტოები
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია