სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ჩემპიონთა თასი

15:33 | 25.03.2016 | ნანახია 2529 - ჯერ

მსოფლიოს პირველი საკლუბო ჩემპიონატი 2018 წელს ჩატარდება

პირველი ოფიციალური მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი რაგბიში, 2018 წელს გაიმართება, ირწმუნება ავტორიტეტული ფრანგული ყოველდღიური გამოცემა Midi Olympique.

ფრანგული „ტულონის“ პრეზიდენტ მურად ბუჯელალს დიდი ხანია მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჩატარების იდეა აწუხებს. მისი კლუბი სამი წელია ევროპის ჩემპიონთა თასს იგებს და ბუჯელალის იდეით, ევროპის უძლიერესი გუნდი სამხრეთ ნახევარსფეროს მთავარი საკლუბო ტურნირის, სუპერ რაგბის გამარჯვებულთან ჯახით პლანეტის საუკეთესო გუნდს გამოავლენდა.

მაგრამ, EPCR-მა, რომელიც ევროპის საკლუბო ტურნირების ორგანიზებაზეა პასუხისმგებელი, მურადს მსგავსი თამაშების ორგანიზებისას ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელის სახელის გამოყენების უფლება არ მისცა. შედეგად, „ტულონი“ სუპერ რაგბის წამყვან კლუბებს წელიწადში ერთხელ კი ეთამაშება, მაგრამ ეს შეხვედრები ამხანაგური ხასიათისაა და ოფიციალურ სტატუსს არ ატარებს.

სამაგიეროდ, ახლა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ორგანიზებით თავად EPCR-ია დაინტერესებული და ვარაუდობენ, რომ პირველი მსოფლიოს ჩემპიონი კლუბი 2018 წლის ოქტომბერში გამოვლინდება. ეს იქნება პერიოდი, როდესაც სრულდება სამხრეთ ნახევარსფეროს სანაკრებო ტურნირი, რაგბი ჩემპიონშიპი და იწყება ევროთასების ახალი სეზონი. ჯერჯერობით გაურკვეველია მხოლოდ ორი გუნდი მიიღებს გათამაშებაში მონაწილეობას, თუ რამდენიმე. დეტალებიდან ამ ეტაპზე ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ტურნირის ჩატარებისთვის ეძებენ სტადიონს, რომლის ტევადობაც 80 ათასზე ნაკლები არ იქნება.

ზურა ქსოვრელი

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.085822
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X