სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ჭაბუკთა "ა"

2:06 | 25.03.2016 | ნანახია 1621 - ჯერ

„ა“ ლიგაში რვიდან ხუთი ცნობილია

ჭაბუკთა „ა“ ლიგის პირველი ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ცნობილია იმ ხუთი გუნდის ვინაობა, რომლებიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეორე ეტაპზე გააგრძელებენ.

დარჩენილი სამი საგზურისთვის ექვსი გუნდი იბრძვის და მათი მომავალი დასკვნით ტურში გაირკვევა, რომელიც 5-6 აპრილს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მეორე ეტაპზე ჩემპიონობისთვის ბრძოლას რვა გუნდი აგრძელებს, დანარჩენი 15 გუნდისთვის კი, ამით ყველაფერი არ სრულდება და ისინი სანუგეშო ტურნირში გადაინაცვლებენ.

მეოთხე ტურის შემდეგ, პირველ ჯგუფს უდანაკარგოდ ლიდერობს ქუთაისის „აია 1“, რომელმაც სამივე თამაში დიდი სხვაობით და პრემიალური ქულით მოიგო. ამჯერად მათი „მსხვერპლი“ „ჯიქი“ გახდა, რომელსაც ქუთაისელებმა თბილისში 51:0 მოუგეს. ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს აუტსაიდერები შეხვდნენ და „აკადემიამ“ „ჯრუჭს“ საჩხერეში 10:6 აჯობა. ვინ მიიღებს მთავარ ტურნირში გამსვლელ მეორე საგზურს, დასკვნით ტურში გადაწყდება, რომელშიც „აია 1“ 10 ქულით მეორე ადგილზე მყოფ „ყოჩებს“ მასპინძლობს, ხოლო 9-ქულიანი „ჯიქი“ უმოტივაციო „აკადემიას“ ეთამაშება.

მეორე ჯგუფში ყველა თამაში მოიგო და 18 ქულით პირველ ადგილზეა „ლელო“, რომელმაც მეოთხე ტურში „წიქარა“ 20:10 დაამარცხა და მეორე ეტაპის დაწყებას მშვიდად დაელოდება. ქუთაისის „ბაგრატმა“ ვანში „არგოს“ 32:7 მოუგო, პრემიალური ქულა აიღო და 11 ქულით მესამე ადგილზეა. ის „წიქარას“, რომელსაც 4 ქულით ჩამორჩება, დასკვნით ტურში მასპინძლობს და მეორე გამსვლელი აქ გაირკვევა. მე-4 ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში ქუთაისში „აია 2“-ს „თიბისიმ“ 22:7 მოუგო.

მესამე ჯგუფში ყველაფერი გარკვეულია. „ლოკომოტივმა“ თელავის „კახელებს“ 29:8 მოუგო, პრემიალური ქულაც აიღო და ქულათა მაქსიმუმით [20] პირველ ადგილზეა. პატარძეულის „ვეფხვებმა“ ხაშურის „ლეგიონს“ 36:20 აჯობა და პრემიალური ქულაც აიღო, მაგრამ ეს გუნდები მხოლოდ სანუგეშო ტურნირში ითამაშებენ.

ჯგუფის ცენტრალურ მატჩში „ხულიგანა“ „არმიას“ შეებრძოლა და საწყის წუთებში დაშვებული შეცდომების შედაგად 0:10 ჩამორჩა. „ხულიგანამ“ შეძლო წონასწორობის აღდგენა, მაგრამ ტაიმის ბოლოს ლელოთი ისევ ჩამორჩა, ხოლო მეორე ტაიმში კიდევ ერთი ლელო გაუშვა და 10-ქულიანი ჩამორჩენა აღდგა. „ხულიგანამ“ ძალები მოიკრიბა და ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ დარჩენილ დროში „არმიამ“ კიდევ 3 ქულა აიღო და 23:17 მოგებით „ლოკომოტივს“ რვა საუკეთესოში გაყვა.

მეოთხე ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა „იუნკერები ჩოხოსნებმა“, რომელმაც წყალტუბოს „დინოზავრები“ პრემიალური ქულით, 34:3 დაამარცხა და 19 ქულით პირველ ადგილზეა. ჯგუფიდან გასვლის დაბევება შეეძლო რუსთავის „ხარებს“, მაგრამ „ქობულეთთან“ სტუმრად 12:16 დამარცხდა. პრემიალურმა ქულამ რუსთაველებს მდევართან 5-ქულიანი უპირატესობის [16] შენარჩუნების საშუალება მისცა და დასკვნით ტურში მიზნის მისაღწევად „იუნკერებთან“ ქულის აღებაც ეყოფა. 11-ქულიანი მდევარი „ბათუმია“, რომელმაც ოზურგეთის „არწივები“ 36:3 დაამარცხა და პრემიალური ქულაც აიღო.

ზურა ქსოვრელი

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.077151
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X