სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
მსოფლიო სერია

18:28 | 25.02.2016 | ნანახია 1203 - ჯერ

ლას ვეგასის ვარსკვლავური 7-კაცა

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 7-კაცა რაგბის ჩართვის შემდეგ, რაგბის ეს მიმართულება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამის მიზეზი ისიცაა, რომ 15-კაცასგან განსხვავებით, 7-კაცა ბევრად იაფი და მარტივად სათამაშოა. მას მაღალ დონეზე ისეთი არასარაგბო ქვეყნებიც კი თამაშობენ, როგორებიც კენია, რუსეთი და პორტუგალია არიან.

შედეგად, რომ არაფერი ვთქვათ ევროპულ ნაკრებებზე, ახალი ზელანდია, ავსტრალია და სამხრეთ აფრიკა, ისეთი უპირობო ფავორიტები აღარ არიან, როგორც აქამდე იყო. და რადგან ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიც ახლოვდება, წამყვანმა ქვეყნებმა შემადგენლობებში 15-კაცა რაგბის ვარსკვლავების დამატება დაიწყეს. ამ მხრივ 2015/2016 წლების მსოფლიო სერიის მეხუთე ეტაპი ქომაგებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლას ვეგასში სამხრეთ აფრიკის ნაკრების შემადგენლობაში „ტულონის“ გარემარბი, ბრაიან ჰაბანა ითამაშებს და ერთი დღის შემდეგ ავსტრალიის ნაკრებმა დაადასტურა, რომ „ვოლაბების“ ლიდერმა ქუადე კუპერმა „ტულონიდან“ გათავისუფლების ფურცელი მიიღო და მომავალ ეტაპზე ამერიკელ ქომაგს მისი ცოცხლად ხილვის საშუალებაც ექნება. სწორედ ლას ვეგასში შედგება 27 წლის მორაგბის დებიუტი 7-კაცა ნაკრებში და ქუადემ უნდა დაამტკიცოს, რომ 2016 წლის ოლიმპიადაზე თამაშის ღირსია.

2015 წლის მსოფლიო თასის ფინალისტს, რომელსაც ზურგს 58 სანაკრებო კეპი უმაგრებს, 7-კაცა ნაკრებში ჯერ კიდევ სიდნეის ეტაპზე უნდა ეთამაშა, მაგრამ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაშინ მასზე არჩევანი არ შეაჩერა. სამაგიეროდ, კუპერმა გუნდთან ერთად ივარჯიშა, ახალ თანაგუნდელებთან შეთამაშება მოახერხა და გადაჭედილ „ალიანსზე“ თავისი ჯადოქრობის ჩვენებას 4-6 მარტს ეცდება.

ოთხი ეტაპის შემდეგ ავსტრალია მსოფლიო სერიის საერთო ჩათვლაში მე-4 ადგილზეა და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით სჯობნის არგენტინას, ფიჯის, სამხრეთ აფრიკას და ახალ ზელანდიას კი, 15-15 ქულით ჩამორჩება (სამივეს 69 ქულა აქვს). ლას ვეგასში ავსტრალია ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის, შოტლანდიისა და იაპონიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს. ლას ვეგასის ეტაპიდან ერთ კვირაში, 12-13 მარტს მსოფლიო სერიის მეექვსე ეტაპს კანადა, ვანკუვერი უმასპინძლებს.

ზურა ქსოვრელი

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.069152
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X