სიახლეები

19:44 | 5.02.2016 | ნანახია 2455 - ჯერ

საფრანგეთი - იტალია: უამრავი დებიუტანტით

საფრანგეთისა და იტალიის დაპირისპირებისას, რომელიც საფრანგეთში, „სტად დე ფრანსეს“ სტადიონზე გაიმართება, უამრავი ახალი სახე იქნება წარმოდგენილი. საფრანგეთის ახალი მწვრთნელი გი ნოვესი პასუხისმგებლობას იღებს თავის პირველ თამაშზე. რაც შეეხება იტალიის მწვრთნელ ჟაკ ბრუნელს, რომელიც ერთ დროს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი იყო, ტურნირის დასრულების შემდეგ პოსტის დატოვებას აპირებს. მისი თავკაცობის პერიოდში, იტალიას მოხვეჭილი აქვს ერთი „ხის კოვზი“ 4 წლის განმავლობაში. გი ნოვესის განცხადებით, ერთ „ხის კოვზს“ სულ ცოტახანში ისევ იხილავენ იტალიელი გულშემატკივრები.

საფრანგეთის ნაკრების განახლებამ ოპტიმიზმი შემატა Les Bleus-ს, რომელმაც მსოფლიო თასზე ფიასკო განიცადა „ოლ ბლექსის“ წინააღმდეგ. გი ნოვესი დარწმუნებულია, რომ არც ერთი მოთამაშე არ დააკლებს მონდომებას და იბრძოლებენ გამარჯვებისთვის. რაც შეეხება განწყობას იტალიის ეროვნული ნაკრების მორაგბეებსა და მწვრთნელს შორის, ოპტიმიზმი არ იგრძნობა. მხოლოდ იტალიის ნაკრების 10 ნომერი - კარლო კანა დგას მტკიცედ და მიიჩნევს, რომ ეს მატჩი საუკეთესო საშუალებაა წინსვლისთვის.

ეს არის პირველი თამაში უაღრესად მკაცრი გრაფიკით იტალიელებისთვის, რომლებისგანაც ამ ტურნირში ძალიან ცოტას მოელიან და სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მათ დასაკარგი არაფერი აქვთ.

რაც შეეხება ცალკეულ მოთამაშეებს, ყველას ყურადღება მიმართული იქნება ფრანგი მორაგბეების - ჯონათან დენტის, ვირიმი ვეკეტავას, სებასტიან ბეზისა და პოლ ჟედრეისკენ, რომლებსაც დებიუტი ექნებათ საფრანგეთის ნაკრებში. ქემილ ჩეტი, ჯეფერსონ ფოიროტი და იექაუბა კამარა არიან მათ შორის, რომლებიც სანაკრებო კარიერას სკამიდან, სათადარიგოებიდან იწყებენ.

სებასტიან ბეზი საკმაოდ საინტერესო ჰავბექია. ის გასულ სეზონში გამოჩნდა ტულუზელთა რიგებში. სებასტიანს ხშირად ადარებდნენ მეთიუ ბესტაროს. ერთი შეხედვით, მათი კარიერული გზები ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ, მეორე შეხედვით ვხვდებით, რომ ბეზი გაცილებით მეტს გვთავაზობს სიჩქარის, ბურთის დემონსტრირებისა და უკანა ხაზში ფანტასტიკურად თამაშის მხრივ.

ვირიმი ვეკეტავა, საფრანგეთის U20 კაპიტანი, ძალიან დინამიური მეორეხაზელი აღმოჩნდა, გასული სეზონის ბოლოს „კლერმონის“ შემადგენლობაში გამოჩნდა და საკმაოდ წარმატებულადაც იასპარეზა.

იტალიელთა რიგებში 4 დებიუტანტია: არაჩვეულებრივი ფულბექი დევიდ ოდიეთი, მათია ბელინი და უფრო გამოცდილი მორაგბეები - ანდრეა ლოვოტი და კვაჭი ორნელ გეგა. ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა კარლო კანას აკისრია, რომლის დებიუტი გასულ წელს შედგა და 10 ნომერზე კელი ჰაიმონას ადგილი დაიკავა. კარლომ იცის, რომ საფრანგეთთან თამაში მისთვის ლაკმუსის ქაღალდი იქნება. მან ყველაფერი უნდა გააკეთოს ახალი მწვრთნელისთვის შთაბეჭდილების მოსახდენად, რათა ადგილი დაიმკვიდროს სასტარტო შემადგენლობაში.

ბოლო 10 დაპირისპირების შედეგები:

2015: იტალია - საფრანგეთი 0:29 ( Stadio Olimpico)

2014: საფრანგეთი - იტალია 31:10 ( Stade de France)

2013: იტალია - საფრანგეთი 23:13 (Stadio Olimpico)

2012: საფრანგეთი - იტალია 30:12 (Stade de France)

2011: იტალია - საფრანგეთი 22:21 (Stadio Flaminio)

2010: საფრანგეთი - იტალია 46:20 (Stade de France)

2009: იტალია - საფრანგეთი 8:50 (Stadio Flaminio)

2008: საფრანგეთი - იტალია 25:13 (Stade de France)

2007: იტალია -საფრანგეთი 3:39 (Stadio Flaminio)

2006: საფტანგეთი - იტალია 37:12 (Stade de France)

PlanetRugby.ge-ს პროგნოზი: ორივე ნაკრები გარდამავალ ფაზაშია, თუმცა საფრანგეთს საკუთარ მიწაზე არ უნდა გაუჭირდეს მოგება. მან იტალია 15 ქულით უნდა დაამარცხოს!

შემადგენლობა:

საფრანგეთი: 15 Maxime Médard, 14 Hugo Bonneval, 13 Gaël Fickou, 12 Jonathan Danty, 11 Virimi Vakatawa, 10 Jules Plisson, 9 Sébastien Bezy, 8 Louis Picamoles, 7 Damien Chouly, 6 Wenceslas Lauret, 5 Yoann Maestri, 4 Paul Jedrasiak, 3 Rabah Slimani, 2 Guilhem Guirado (c), 1 Eddy Ben Arous.

სათადარიგო: 16 Camille Chat, 17 Uini Atonio, 18 Jefferson Poirot, 19 Alexandre Flanquart, 20 Yacouba Camara, 21 Maxime Machenaud, 22 Jean-Marc Doussain, 23 Maxime Mermoz

იტალია: 15 David Odiete, 14 Leonardo Sarto, 13 Michele Campagnaro, 12 Gonzalo Garcia, 11 Mattia Bellini, 10 Carlo Canna, 9 Edoardo Gori, 8 Sergio Parisse (c), 7 Alessandro Zanni, 6 Francesco Minto, 5 Marco Fuser, 4 George Fabio Biagi, 3 Lorenzo Cittadini, 2 Ornel Gega, 1 Andrea Lovotti
სათადარიგო: 16 Davide Giazzon, 17 Matteo Zanusso, 18 Martin Castrogiovanni, 19 Valerio Bernabo, 20 Andries van Schalkwyk, 21 Guglielmo Palazzani, 22 Kelly Haimona, 23 Luke McLean

მატჩი ჩატარდება 6 თებერვალს, „სტად დე ფრანსეს“ (პარიზი) სტადიონზე და თბილისის დროით 18:25 საათზე დაიწყება. თამაშის ხილვა შესაძლებელი იქნება შემდეგ მისამართებზე:

http://www.vipleague.tv/rugby/362835/1/france-vs-italy:-rbs-six-nations-live-stream-online.html

http://www.vipleague.tv/rugby/362835/2/france-vs-italy:-rbs-six-nations-live-stream-online.html

http://www.vipleague.tv/rugby/362835/3/france-vs-italy:-rbs-six-nations-live-stream-online.html

http://www.vipleague.tv/rugby/362835/4/france-vs-italy:-rbs-six-nations-live-stream-online.html

http://www.vipleague.tv/rugby/362835/5/france-vs-italy:-rbs-six-nations-live-stream-online.html

ელენე ლომსაძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084699