ქუთაისის “აიამ” “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე ზედიზედ მეორე თამაში წააგო, ამჯერად უშუალო კონკურენტ ბოლნისის “ყოჩებთან” და მართალია რეგულარული პირველობის მოგების შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს, მაგრამ ასევე დიდი შანსია, რომ საუკეთესო ოთხეულს დაშორდეს და შესაბამისად, პლეი ოფის პირველ ეტაპზე კომფორტული სიტუაცია შეიქმნას.
“ყოჩების” მორაგბეებს და მათ ხელმძღვანელობას ქება ეკუთვნის, რადგან ამინდის პირობების გათვალისწინებით, სწორ ტაქტიკასთან ერთად ამ გუნდის წარმატება მოთამაშეთა უდიდესმა თავდადებამ განაპირობა. ბოლნისელებს ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გამო რამდენიმე მორაგბე აკლდათ, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქუთაისელებმა ახალგაზრდულ ნაკრებებში რამდენიმე მორაგბე მიავლინეს და მათი არცთუ სანახაობრივი და რაც მთავარია შედეგიანი თამაში, ამის ბრალიც უნდა იყოს.
მატჩის მსვლელობაზე უდიდესი გავლენა ქარმა იქონია და ის პირველ ტაიმში “ყოჩების” სასარგებლოდ უბერავდა. შედეგად, თემურ სოხაძემ შესვენებამდე ოთხი ჯარიმა და ერთი არეკნი გაიტანა, ერთი ჯარიმა კი, გაუფუჭდა. პირველი 40 წუთის განმავლობაში, “ყოჩები” ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და ლელოს გატანის შანსიც ჰქონდა, მაგრამ თავად სამჯერ გაეპარა კონტრშეტევა და უწინარესად შავლეგ მახარაშვილის თავგანწირული თამაშის ხარჯზე გადარჩა.
მეორე ნახევარში თითქოს ქარის ფაქტორით სიტუაცია უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა და “ყოჩებმა” ქარის საწინააღმდეგოდაც მოახერხა მეტოქის საკუთარ ნახევარზე გამოკეტვა, მაგრამ 62-ე წუთზე გუნდს მოდუნება ძვირად დაუჯდა - 22-ის ხაზთან დერეფნის მოგების შემდეგ, თემურ ირემაძემ ხაზი უპრობლემოდ გაჭრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა,ხოლო გაგა სინაურიძემ გარდასახვა გამოიყენა.
საპასუხოდ “ყოჩების” სალელოვე შეტევა ჯარიმის ხარჯზე შეჩერდა და სოხაძემ ზუსტი დარტყმით მეტოქე კვლავ ლელოზე თამაში აიძულა. 78-ე წუთზე მოლით დაწყებული შეტევა მართლაც დასრულდა გელა შალამბერიძის ლელოთი, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ქუთაისელებს მატჩის მოსაგებად ლელო ჭირდებოდათ და რატი ურუშაძის სინბინის შემდეგ რიცხობრივი უპირატესობაც მოიპოვეს, მაგრამ გმირულ დაცვას ვერაფერი მოუხერხეს და მხოლოდ პრემიალური ქულა აიღეს, რითაც ჯერჯერობით ოთხეულში ადგილი შეინარჩუნეს.
ამასობაში კიდევ ერთხელ გაიბრძოლა “ჯიქებმა” და ჩემპიონ “ლელოს” 24:14 ძლევით, მას ლიდერობა ხომ ჩამოართვა და ექვსეულში მოხვედრის შანსიც შეინარჩუნა.
XV ტური
30 მარტი
თბილისი. “ავჭალა”. 500 მაყურებელი
ლელო (თბილისი) - ჯიქები (თბილისი) 14:24 (9:5)
ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. ზაალიშვილი (ბუბუტეიშვილი 53), 13. კოპაძე (ხეცურიანი 68), 12. ცერცვაძე, 11. გუგავა, 10. ხმალაძე, 9. მინდიაშვილი; 1. სანიკიძე (ჯულაყიძე 70), 2. ლომთაძე, 3. მელიქიძე (პატარაია 44), 4. ხორბალაძე, 5. ქოიავა, 6. სურგულაძე, 7. კოლელიშვილი, 8. ჭყოიძე.
1 ლელო: ლომთაძე
3 ჯარიმა: ყიასაშვილი
1 სინბინი: ქოიავა (11)
1 გაძევება: ქოიავა (47)
ჯიქები: 15. კიკნაძე, 14. ბიწაძე, 13. ბერძული, 12. ჯინჯიხაძე, 11. ხარაზიშვილი, 10. კალანდაძე, 9. ჭინჭარაული; 1. ჯინჭარაძე, 2. მამრიკიშვილი, 3. ოქრიაშვილი, 4. გოგოლიძე (ა. ტრაპაიძე 76), 5. მჭედლიშვილი, 6. შენგელია, 7. ტუჩაშვილი (ხატიაშვილი 62), 8. სუხაშვილი.
2 ლელო: ხარაზიშვილი, ბიწაძე
1 გარდასახვა: ხარაზიშვილი
4 ჯარიმა: ხარაზიშვილი
1 სინბინი: ოქრიაშვილი (65)
თბილისი. “შევარდენი”. 150 მაყურებელი
ყოჩები (ბოლნისი) - აია (ქუთაისი) 18:12 (15:0)
ყოჩები: 15. შ. მახარაშვილი, 14. გოგოლაშვილი, 13. ხუციშვილი, 12. გაბუნია, 11. გეგენავა, 10. სოხაძე, 9. ბეგაძე; 1. გოგიშვილი (შენგელია 44), 2. ხიდეშელი, 3. ხოსიტაშვილი, 4. ურუშაძე, 5. ტვილდიანი, 6. გუგეშაშვილი (ხვისტანი 54), 7. ტყეშელიაძე, 8. ჩხიკვაძე (მაისურაძე 59).
5 ჯარიმა: სოხაძე
1 არეკნი: სოხაძე
1 სინბინი: ურუშაძე
აია: 15. მოდებაძე (ირემაძე 44), 14. ბ. ტორაძე (აბრამიძე 59), 13. ძნელაძე, 12. კვერნაძე, 11. კიკვაძე, 10. სინაურიძე, 9. ზ. თუთბერიძე (ლოსაბერიძე 54); 1. რატიაშვილი, 2. მატკავა, 3. ჩხიკვაძე (სალდაძე 54), 4. შალამბერიძე, 5. ჩიტეიშვილი, 6. რევიშვილი, 7. მარშანია (არჩვაძე 60), 8. ყურაშვილი (დგებუაძე 54).
2 ლელო: ირემაძე, შალამბერიძე
1 გარდასახვა: სინაურიძე
1 | არმია | 15 | 10 | 1 | 4 | 410-235 | 51 |
2 | ლელო | 15 | 10 | 0 | 5 | 400-193 | 50 |
3 | ლოკომოტივი | 15 | 11 | 0 | 4 | 334-263 | 48 |
4 | აია | 15 | 10 | 0 | 5 | 323-205 | 47 |
5 | ყოჩები | 15 | 10 | 1 | 4 | 315-258 | 46 |
6 | ჯიქები | 17 | 8 | 2 | 7 | 302-257 | 43 |
7 | არმაზი | 15 | 8 | 0 | 7 | 255-308 | 35 |
8 | ხარები | 16 | 4 | 0 | 12 | 197-371 | 19 |
9 | ბათუმი | 15 | 3 | 0 | 12 | 224-479 | 15 |
10 | აკადემია | 16 | 1 | 0 | 15 | 184-375 | 12 |
მომდევნო ტური. 5-6 აპრილი
ბათუმი - ყოჩები, აია - არმია, არმაზი - ლელო, ლოკომოტივი - ხარები
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია