ამბები

0:24 | 1.04.2014 | ნანახია 5624 - ჯერ

20-წლამდელები ალაფაზე მიემგზავრებიან

1 აპრილს, საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ჰონგ-კონგში გაემგზავრება, სადაც IRB 20-წლამდელთა მსოფლიო ალაფაზე მიიღებს მონწილეობას. ტურნირი 7-19 აპრილის ჩათვლით ჰონგ კონგის საფეხბურთო კლუბის (Hong-Kong Football Club) სტადიონზე გაიმართება.

20-წლამდელებმა ამ ტურნირზე მონაწილეობის უფლება შარშან, პორტუგალიაში FIRA AER-ის 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში გამარჯვებით მოიპოვეს, როდესაც ტურნირის ფინალში ბელგიელ თანატოლთა ნაკრები დაამარცხეს.

გუნდმა შეკრება “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე გაიარა. მომზადების პერიოდში, 20-წლამდელებმა ორი მატჩი გამართეს უმაღლესი ლიგის კლუბ “არმიასთან” და ასევე სპარინგო ჰქონდათ უმაღლესი ლიგის კლუბების ნაკრებთან.

2014 წლის ალაფაზე გუნდები A და B ჯგუფებად არიან დაყოფილნი. საქართველოს ნაკრები A ჯგუფშია განთესილი, სადაც აშშ-ს, ტონგას და მასპინძელი ჰონგ-კონგის ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზებს.

აღნიშნულ ტურნირში გამარჯვების შემთხვევაში, 20 წლამდელები გაისად IRB ახალგაზრდულ მსოფლიო თასზე მონაწილეობის უფლებას მიიღებენ.

დავით ვართანიანი, U20 ნაკრების მთავარი მწვრთნელი: “შეკრება დავასრულეთ და მსოფლიო ალაფაზე მივემგზავრებით. ჩვენი მიზანი ამ ტურნირში გამარჯვების მოპოვებაა. მოსამზადებელმა პერიოდმა კარგად ჩაიარა, სერიოზული ტრავმები არ გვაქვს. ბიჭები კარგად არიან მომზადებულები და კარგ ფორმაში იმყოფებიან.

ჩვენს ქვეჯგუფში ყველა მოწინააღმდეგესთან შეხვედრას ინდივიდუალურად მივუდგებით. მათზე მეტ-ნაკლებად ვფლობთ ინფორმაციას. პირველივე თამაში ტონგასთან გვაქვს, რომელიც საკმაოდ ძლიერი მეტოქეა. თამაშების ვიდეო ანალიზი გავიარეთ და უკვე შეგვექმნა წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ თამაშობს ტონგა და ის, თუ რა უნდა დავუპირისპიროთ მათ. შესაბამისად, მოვემზადეთ აშშ-სა და ჰონგ კონგის ნაკრებებთან სათამაშოდ.

ახლანდელი 20-წლამდელები, ჯერ კიდევ 18 და 19 წლამდელობის დროსაც, გამოირჩეოდნენ ხელდახელ კარგი თამაშითა და შერკინებისა და ხაზის კარგი შეთამაშებით. აქედან გამომდინარე, თამაშის ეს ახლებული სტილი ამ ტურნირზეც შენარჩუნდება. მინდა ხაზგასმინთ ავღნიშნო, რომ ბიჭებმა ბევრი იმუშავეს საკუთარ თავზე, რათა გამოასწორებინათ  ყველა ის ხარვეზი, რომელმაც შეკრების დროს იჩინა თავი”.

       

ბადრი ალხაზაშვილი

ვახტანგ ამირანაშვილი

გიორგი აფციაური

გიორგი ბაბუნაშვილი

ბესო ბარბაქაძე

რევაზ ბროძელი

ფარნავაზ გასვიანი

მურაზ გიორგაძე

დავით გულიტაშვილი

ბადრი დანგაძე

დევი დევსურაშვილი

თემურ თუთბერიძე

ბექა კაკაბაძე

როლანდ კვაჭაძე

გიორგი მარგველანი

ჟორა მღებრიშვილი

დავით პაპავაძე

გიორგი სორდია

გიორგი ტალახაძე

გიორგი ტორაძე

გიორგი ფრუიძე

დავით ფხაკაძე

შალვა შაშიაშვილი

საბა შუბითიძე

ზაურ ხარებავა

რევაზ ჯინჭველაშვილი

მთავარი მწვრთნელი: დავით ვართანიანი.

მწვრთნელი: ზურა ამონაშვილი, ლადო კილასონია, გაგა გურეშიძე.

ფიზ-მომზადების მწვრთნელი: აკაკი ცინცაძე.

მენეჯერი: ოთარ იაშვილი.

 

A ჯგუფის მატჩების განრიგი

მოეცემულია საქართველოს დროით

ჯგუფური ეტაპი

7 აპრილი,  13:00 საათი, ტონგა – საქართველო;

11 აპრილი, 11:00 საათი, აშშ – საქართველო;

15 აპრილი, 09:00 საათი, საქართველო – ჰონგ კონგი

 

B ჯგუფი: კანადა, იაპონია, ნამიბია, ურუგვაი

 

ფინალები

19 აპრილი

09:00 საათი, A ჯგუფის IV – B ჯგუფის IV

11:00 საათი, A ჯგუფის III – B ჯგუფის III

13:00 საათი, A ჯგუფის II – B ჯგუფის II

15:00 საათი, ფინალი: A ჯგუფის I – B ჯგუფის I

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079545