11 ნოემბერს ქუთაისის „აიას“ სკოლას კიევური „დარნიცას“ ჭაბუკ მორაგბეთა 40 კაციანი ჯგუფი ესტუმრა. უკრაინელი ჭაბუკები საქართველოში 18 ნოემბრამდე დარჩებიან.
უკრაინელ მორაგბეთა ჯგუფი 1999-2002 წწ. დაბადებული ჭაბუკებით არის დაკომპლექტებული. ტურის განმავლობაში ჭაბუკები 4 სათამაშო დღეს იასპარეზებენ: 12 და 13 ნოემბერს ქუთაისის სკოლის მორაგბეები შესაბამისი ასაკის უკრაინელ მორაგბეთა გუნდებს ეთამაშებიან.
15 ნოემბერს ქუთაისელი და უკრაინელი მორაგბეები საჩხერეში, რაგბის საბავშვო ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო 16 ნოემბერს, ტურის დასკვნით დღეს საბავშვო რაგბის ფესტივალი ქუთაისში, „აიას“ სტადიონზე გაიმართება.
აღნიშნული სტუმრობა საქართველოს რაგბის კავშირის მხრიდან უკრაინული რაგბისადმი თანადგომას წარმოადგენს, ვინაიდან ამ ტურნეს განმავლობაში უკრაინელი ჭაბუკები საუკეთესო პირობებში ივარჯიშებენ და სათამაშო გამცდილებას მიიღებენ.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია