ამბები

15:06 | 7.04.2014 | ნანახია 4996 - ჯერ

20-წლამდელებმა ტონგა დაამარცხეს

 

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, ჰონკონგში მიმდინარე ასაკობრივი მსოფლიო თასის “ალაფის” პირველ მატჩში ტონგას 34:10 მოუგო.

ანგარიში გუნდის კაპიტანმა საბა შუბითიძემ ლელოთი გახსნა და ასე აღნიშნა დაბადების დღე. რეზი ჯინჭველაშვილმა ზუსტ გარდასახვას სამი ჯარიმა მიაყოლა, ტაიმის ბოლოს კი, მოლს ვახტანგ ამირანაშვილის ლელო მოყვა. ამჯერად გარდასახვა არაზუსტი იყო და ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 21:0 მოიგო.

მეორე ნახევარში კუნძულელები გააქტიურდნენ და ჯერ ჯარიმით, მერე კი, ლელო გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირეს. ამაზე “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” ამირანაშვილის მეორე ლელოთი უპასუხეს და ჯინჭველაშვილმა გარდასახვა გამოიყენა, დარჩენილ დროში კი, მანვე ორი ჯარიმა გამოიყენა და საქართველოს ნაკრებმა 34:10 იმარჯვა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მარჩს აშშ-ს წინააღმდეგ 11 აპრილს გამართავს, რომელიც ამ წუთებში მასპინძელ ჰონკონგს ეთამაშება. ქართველმა 20-წლამდელებმა ქვეყანას ხარების ბრწყინვალე დღესასწაული გამარჯვებით მიულოცეს და იმედია, ტურნირის დასრულების შემდეგაც ასეთივე გახარებულები ვიქნებით.

 

საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

შერკინება: 1. ზაურ ხარებავა, 2. ბადრი ალხაზაშვილი, 3. გიორგი მარგველიანი, 4. ფარნავაზ გასვიანი, 5. ბესიკ ბარბაქაძე, 6. საბა შუბითიძე (კაპ), 7. ბადრი დანგაძე, 8. ვახტანგ ამირანაშვილი;

ღერძი: 9. რევაზ ბროძელი, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი;

ხაზი: 11. შალვა შაშიაშვილი, 12. გიორგი ტალახაძე, 13. გიორგი ფრუიძე, 14. მურაზ გიორგაძე, 15. დავით გულიტაშვილი.

მარქაფა: 16. გიორგი თორაძე, 17. ბექა კაკაბაძე, 18. დავით პაპავაძე, 19. ჟორა მღებრიშვილი, 20. თემურ თუთბერიძე, 21. გიორგი ბაბუნაშვილი, 22. დევი დევსურაშვილი.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082996