ხვალ დილით, საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, მსოფლიო თასის “ალაფაზე” მეორე შეხვედრას გამართავს და აშშ-ს დამარცხებით ფაქტობრივად, ფინალში თამაშის უფლებას დაიბევებს.
“უმცროს ბორჯღალოსნებს” ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ერთი შეხვედრა დარჩებათ ჩასატარებელი, მაგრამ რადგან ბოლო მეტოქე მასპინძელი ჰონგ კონგია და ის რაგბიში დიდი მიღწევებით ვერ დაიკვიხნის, “ალაფის” პირველი ფინალის საგზური პრაქტიკულად განაღდებული იქნება. საქართველოს ნაკრების წარმატების იმედს ის თამაში დაშედეგიც იძლევა, რომელიც დავით ვართანიანის შეგირდებმა პირველ ტურში, კიდევ ერთ ფავორიტ ტონგასთან აჩვენეს.
ტონგელ თანატოლებს, რომელთა ეროვნული გუნდიც ნოემბერში თბილისს ტესტ-მატჩზე ეწვევა, ხოლო 2015 წლის მსოფლიო თასზე “ბორჯღალოსანთა” ერთ-ერთი მეტოქე იქნება, საქართველოს ნაკრებმა მართლაც ლამაზ სტილში აჯობა. ქართველმა ახალგაზრდებმა პირველი ტაიმი 21:0 მოიგეს, მერე მეტოქემ 10 ქულის აღება შეძლო, მაგრამ დასკვნითი მეოთხედი კვლავ ქართველებისა იყო და მატჩი 34:10 დასრულდა. გულდასაწყვეტი მხოლოდ ისაა, რომ პრემიალური ქულის აღება ვერ მოხერხდა, მაგრამ მოკლევადიან გათამაშებაში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს და დარჩენილი ორი თამაშის მოგებით, ფინალის საგზური ჯიბეში იქნება.
თავის მხრივ, აშშ-ს ნაკრებმა, რომელმაც შარშან უძლიერეს 12 გუნდში თამაშით უდიდესი გამოცდილება მიიღო, ჰონგ კონგი 37:0 დაამარცხა და ხუთი ლელოს გატანით პრემიალური ქულაც ჩაიწერა. მაგრამ მასპინძლები მეტოქეს იოლად არ დანებებიან და ტაიმი მხოლოდ 8:0 დასრულდა. სტუმრებმა მეორე ტაიმში შეძლეს უპირატესობის გამოყენება და კიდევ ოთხი ლელო გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ მათი ხუთივე ლელო უკანახაზელების ანგარიშზეა - ორ-ორჯერ თავი შუამარბებმა, ხოლო ერთხელ ფულბეკმა გამოიჩინა.
ამერიკელებმა მსოფლიო თასის საგზური 2012 წელს, სამშობლოში გამართულ მსოფლიო თასზე მოიპოვეს. მაშინ მათ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ მოუწიათ. მთლიანობაში, უკანასკნელ პერიოდში საქართველოსა და აშშ-ს 20-წლამდელებს ერთმანეთში არ უთამაშიათ, მაგრამ რუსთავში მეტოქის ეროვნული გუნდის გამარჯვება ყველას კარგად ახსოვს და გულშემატკივარს ერთგვარი რევანშიც სწყურია.
ქართველმა მწვრთნელებმა ტონგასთან მოგებულ შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა საჭიროდ არ ჩათვალას და თამაშს ის 15 მორაგბე დაიწყებს და თადარიგშიც ის ბიჭები იქნებიან, რომლემბაც ქართველი ერი 4 დღის წინ გაახარეს.
აშშ-სთან საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:
შერკინება: 1. ზაურ ხარებავა, 2. ბადრი ალხაზაშვილი, 3. გიორგი მარგველიანი, 4. ფარნავაზ გასვიანი, 5. ბესიკ ბარბაქაძე, 6. საბა შუბითიძე (კაპ), 7. ბადრი დანგაძე, 8. ვახტანგ ამირანაშვილი;
ღერძი: 9. რევაზ ბროძელი, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი;
ხაზი: 11. შალვა შაშიაშვილი, 12. გიორგი ტალახაძე, 13. გიორგი ფრუიძე, 14. მურაზ გიორგაძე, 15. დავით გულიტაშვილი.
მარქაფა: 16. გიორგი თორაძე, 17. ბექა კაკაბაძე, 18. დავით პაპავაძე, 19. ჟორა მღებრიშვილი, 20. თემურ თუთბერიძე, 21. გიორგი ბაბუნაშვილი, 22. დევი დევსურაშვილი.
2014 წლის 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო “ალაფა”
ჰონკონგი. 7-19 აპრილი
A ჯგუფი
11 აპრილი
აშშ - საქართველო (11 საათი)
ტონგა – ჰონგ კონგი (13 საათი)
1 | აშშ | 1 | 1 | 0 | 0 | 37-0 | 5 |
2 | საქართველო | 1 | 1 | 0 | 0 | 34-10 | 4 |
3 | ტონგა | 1 | 0 | 0 | 1 | 10-34 | 0 |
4 | ჰონგ კონგი | 1 | 0 | 0 | 1 | 0-37 | 0 |
15 აპრილი
საქართველო - ჰონკონგი (9 საათი)
აშშ - ტონგა (11 საათი)
B ჯგუფი
11 აპრილი
იაპონია - ნამიბია (9 საათი)
კანადა - ურუგვაი (15 საათი)
1 | ნამიბია | 1 | 1 | 0 | 0 | 37-35 | 5 |
2 | ურუგვაი | 1 | 1 | 0 | 0 | 33-28 | 4 |
3 | იაპონია | 1 | 0 | 0 | 1 | 28-33 | 2 |
4 | კანადა | 1 | 0 | 0 | 1 | 25-37 | 0 |
15 აპრილი
ურუგვაი - ნამიბია (13 საათი)
კანადა - იაპონია (15 საათი)
19 აპრილი. პლეი ოფები
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია