ამბები

12:56 | 11.04.2014 | ნანახია 4161 - ჯერ

აშშ-ს ძლევამდე სულ ცოტა დაგვაკლდა

ჰონკონგში მიმდინარე 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფის” მეორე ტურის მატჩში, საქართველოს ნაკრები აშშ-ს დამარცხებასთან და ფინალის საგზურის ფაქტობრივ მოპოვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთზე ნაკლები რჩებოდა, როდესაც ლელო მიიღო, გარდასახვაც ზუსტი იყო და 12:13 დამარცხდა.

ანგარიში რეზი ჯინჭველაშვილმა ჯარიმით გახსნა, რაზეც ამერიკელებმა ორი ზუსტი დარტყმით გვიპასუხეს, მაგრამ ტაიმის მიწურულს ჯინჭველაშვილმა მეორე ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 6:6 დასრულდა. მეორე ტაიმიში აშშ ხშირად ჯარიმდებოდა შერკინებაში და რაქებში, რითაც კვლავ ჯინჭველაშვილმა ისარგებლა და ორი ჯარიმით ქართველები 12:6 დააწინაურა.

მაგრამ დარჩენილ 20 წუთში პრობლემებმა იმატა. რეფერიმ ჯერ ბურჯი გიორგი მარგველანი გაასინბინა. კაცნაკლულმა “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” გაძლეს, მაგრამ მერე რეფერიმ ყვითელი ბარათი ჟორა მღებრიშვილს უჩვენა და ამჯერად მეტოქემ უპირატესობის გამოყენება მოახერხა.

მიუხედავად მარცხისა, საქართველოს ნაკრები ფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი დასკვნით ტურში ტონგა აშშ-ს დაამარცხებს, ჩვენ კი, მასპინძელ ჰონკონგს პრემიალური ქულით მოვუგებთ.

 

აშშ-სთან საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით თამაშობს:

შერკინება: 1. ზაურ ხარებავა, 2. ბადრი ალხაზაშვილი, 3. გიორგი მარგველიანი, 4. ფარნავაზ გასვიანი, 5. ბესიკ ბარბაქაძე, 6. საბა შუბითიძე (კაპ), 7. ბადრი დანგაძე, 8. ვახტანგ ამირანაშვილი;

ღერძი: 9. რევაზ ბროძელი, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი;

ხაზი: 11. შალვა შაშიაშვილი, 12. გიორგი ტალახაძე, 13. გიორგი ფრუიძე, 14. მურაზ გიორგაძე, 15. დავით გულიტაშვილი.

მარქაფა: 16. გიორგი თორაძე, 17. ბექა კაკაბაძე, 18. დავით პაპავაძე, 19. ჟორა მღებრიშვილი, 20. თემურ თუთბერიძე, 21. გიორგი ბაბუნაშვილი, 22. დევი დევსურაშვილი.

 

2014 წლის 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო “ალაფა”

ჰონკონგი. 7-19 აპრილი

A ჯგუფი

11 აპრილი

აშშ - საქართველო 13:12

ტონგა - ჰონკონგი (13 საათი)

 

1               აშშ                                 2                2              0            0            50-12            9
2 საქართველო 2 1 0 1 46-23 5
3 ტონგა 1 0 0 1 10-34 0
4 ჰონკონგი 1 0 0 1 0-37 0

 

15 აპრილი

საქართველო - ჰონკონგი (9 საათი)

აშშ - ტონგა (11 საათი)

 

B ჯგუფი

11 აპრილი

იაპონია - ნამიბია 34:28

კანადა - ურუგვაი (15 საათი)

 

1              იაპონია                   2              1               0              1              62-61              7
2 ნამიბია 2 1 0 1 65-59 6
3 ურუგვაი 1 1 0 0 33-28 4
4 კანადა 1 0 0 1 25-37 0

 

15 აპრილი

ურუგვაი - ნამიბია (13 საათი)

კანადა - იაპონია (15 საათი)

 

19 აპრილი. პლეი ოფები


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.102331