საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, პოლონეთში მიმდინარე ევროპის ელიტური ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში, ირლანდიელ თანატოლთა გუნდთან 10:20 დამარცხდა.
პირველი ტაიმის შემდეგ ქართველები მეტოქეს 10:5 ამარცხებდნენ. ირლანდიელთა ადრეულ ლელოს “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” ლელოთივე უპასუხეს, გარდასახვა გამოიყენეს და ჯარიმაც ზუსტად შეასრულეს. ტაიმის ბოლოს მათ ანგარიშის გაზრდის შანსი არეკნით ჰქონდათ, მაგრამ ბურთმა ძელებსშუა არ გაიარა. სამწუხაროდ, მეორე ტაიმში დავით ჩავლეიშვილის შეგირდებმა უფრო მეტი შეცდომა დაუშვეს და ქულა ვერ აიღეს, თავად სამი ლელო მიიღეს და 10:20 დამარცხდნენ.
შედეგად, წინა წლების მსგავსად, საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები კვლავ მეხუთე ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას და საფრანგეთი-იტალიის წყვილს შორის დამარცხებულს დაელოდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია