ტოპ 14

12:42 | 15.02.2016 | ნანახია 1287 - ჯერ

„ტულონი“ ნონუმ აზარალა

მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავას, კოტე მიქაუტაძისა და აწ უკვე იური ნატრიაშვილის „ტულონი“, საფრანგეთის ტოპ 14-ის გადადებულ, მე-13 ტურის მატჩში „ბორდოს“ ეწვია მაა ნონუს შეცდომების გამო 12:15 დამარცხდა.

დაძაბულ შეხვედრაში ლელო არ გასულა და გუნდებმა ქულები ჯარიმებით აგროვეს. ტაიმი მასპინძლებმა 9:6 მოიგეს, სტუმრებმა შესვენების შემდეგ ორჯერ აღადგინეს წონასწორობა და მატჩის ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 79-ე წუთზე მეტოქე გაექცათ, რომელმაც 22-იდან 22-მდე დაახლოებით 50 მეტრი ირბინა, ის შეაჩერეს და ლელო არ გაატანინეს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონი მაა ნონუ რაქში დაჯარიმდა და 20 ათასი მაყურებლის გასახარად, ბაპტისტ სერინიმ ზუსტი დარტყმით მასპინძლებს 15:12 მოაგებინა. მანამდე ნონუ 48-ე წუთზე დაჯარიმდა და სინბინით დაჯარიმდა, მასპინძლებმა კი, იმ მომენტშიც 3 ქულა აიღეს. შეხვედრის მსვლელობისას „ტულონი“ ორჯერ იყო მოედანზე კაცნაკლული - მე-2 წუთზე ყვითელი ბარათი ვერმულენმა მიიღო.

გორგოძე ტრავმირებულია (ცხვირი გაიტეხა) და განაცხადში არ იყო. ხოლო სამი ქართველი შეცვლაზე შევიდა. ჩილაჩავა თამაშში 46-ე წუთიდან ჩაერთო, მიქაუტაძე მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ნატრიაშვილი შეცვლაზე 69-ე წუთზე შევიდა და „ტულონში“ 11-წუთიანი დებიუტი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ნატრიაშვილი ტულონელთა მეექვსე კვაჭია, რომელმაც ამ სეზონში ითამაშა.

ქართველი ლეგიონერების გუნდმა პრემიალური ქულა აიღო, მე-3 ადგილზე დარჩა და ლიდერებს - „რასინგს“ და „ტულუზს“ 2-2 ქულით ჩამორჩება

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086221