თიბისი თსუ-ს რამდენიმეწლიანი მცდელობა უმაღლეს ლიგაში აღზევებისა, 2013/2014 წლების სეზონში წარმატებით დასრულდა და მომავალ გათამაშებაში ის ქვეყნის ათ უძლიერეს გუნდს შორის ითამაშებს.
ამაში მათ ხელი რეგლამენტის დახვეწამაც შეუწყო,რომელიც, ჩემი აზრით, ახლა უფრო სამართლიანია, ვიდრე შარშან. თიბისი-მ პირველი ლიგა შარშანაც მოიგო, მაგრამ მაშინდელი დებულების თანახმად, უმაღლესილიგის მეათეადგილოსან “ყოჩებთან” მოუწია ბრძოლის გამართვა, ორრაუნდიან დაპირისპირებაში უფრო გამოცდილ მეტოქესთან დამარცხდა და მიღწევა დაუფასებელი დარჩა.
წელს დებულება შეიცვალა და პირველი ლიგის მომგები პირდაპირ იღებს უმაღლესი ლიგის საგზურს, საიდანაც მეათეადგილოსანი ასევე პირდაპირ ვარდება. აქვე ისიც ვთქვათ, რომ პირველი ლიგის მეორეადგილოსანი, უმაღლესი ლიგის მეხრეადგილოსანთან ორრაუნდიან მატჩში იბრძოლებს უმაღლესი ლიგის მეორე საგზურითვის.
ისევ რეგლამენტს დავუბრუნდეთ და ვთქვათ, რომ წელს პირველ ლიგაში 17-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც ორ - აღმოსავლეთ (10 გუნდი) და დასავლეთ (7 გუნდი) დივიზიონებად იყო გაყოფილი. ორ წრედ ჩატარებული რეგულარული გათამაშების შემდეგ, თითოეული დივიზიონის ორ-ორმა მოწინავემ ოთხგუნდა ჯგუფი შექმნა და იქ გააგრძელა ბრძოლა უმაღლესი ლიგის საგზურისათვის.
თიბისი-მ აღმოსავლეთ დივიზიონში 18-იდან 17 თამაში მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა. ამავე დივიზიონში მეორე ადგილი თბილისის “დინამოს” ერგო, რომელმაც სამი თამაში დათმო და 4 ქულით აჯობა პატარძეულის “ვეფხვებს” (14 მოგება, 1 ფრე და 3 მარცხი). დასავლეთ დივიზიონში პირველ-მეორე ადგილი ქუთაისის “ბაგრატმა” (10 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება) და ფოთის “კოლხმა რაინდებმა” (9 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება) დაიკავეს.
ამრიგად, ოთხეულში თიბისი თსუ, “ბაგრატი”, “დინამო” და “კოლხი რაინდები” გავიდნენ. დასკვნით ეტაპზე გუნდებს დივიზიონში კონკურენტებთან ნაჩვენები შედეგები გადაყვათ და ცხრილში ის შედეგებიც იქნა გათვალიწინებული. თიბისიმ “რაინდებს” ორივე თამაში მოუგო, “ბაგრატს” ქუთაისში 11:3 აჯობა, “დინამოსთანაც” ორივე მოგება ჰქონდა და 21 ქულით (1 პრემიალური ქულა ჩაიწერა) ისე დაწინაურდა, რომ მდევარს მისი დაწევის შანსი აღარ შერჩა. დასკვნით ტურში თბილისელები “ბაგრატს” მასპინძლობენ და მათთვის ამ მატჩის შედეგს მნიშვნელობა აღარ აქვს, მაგრამ ქუთაისელებისთვის ეს ერთგვარად გადამწყვეტი მატჩი იქნება.
“ბაგრატი” ამჟამად 12 ქულით მეორე ადგილზეა და 4 ქულით უსწრებს “დინამოს”, რომელიც დასკვნით ტურში ფოთში თამაშობს და პრემიალური ქულით მოგების შემთხვევაში, გადათამაშებაში მონაწილეობის უფლება მას დარჩება, რა თქმა უნდა, თუ “ბაგრატმა” თიბისი თსუ-სთან პრემიალური ქულაც ვერ აიღო.
დებულებას ერთხელაც დავუბრუნდეთ და ვთქვათ, რომ მომავალ ჩემპიონატში პირველ ლიგაში რვა გუნდი ითამაშებს. მოწინავე ოთხეულის (აქედან ერთი უმაღლესილიგიდან დაქვეითებული, ხოლო მეორე გადათამაშებაში დამარცხებული გუნდი იქნება), პირველლიგაში თამაში დაიბევეს პატარძეულის “ვეფხვებმა” და წყალტუბოს “დინოზავრებმა”, რომლებმაც დივიზიონებში მესამე ადგილი დაიკავეს. დანარჩენი ორი ადგილისთვის ოთხი გუნდი იბრძვის - დივიზიონებში მეოთხე-მეხუთე ადგილზე გასული გუნდები.
აქ 4 თამაშის შემდეგ 17 ქულით თბილისის “ხულიგანა” ლიდერობს და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ პირველ ლიგაში ერთ-ერთი ის იქნება. ის 7 ქულით უსწრებს თბილისის სტუ-ს, მესამე ადგილზე 9 ქულით ოზურგეთის “არწივებია”, ხოლო საჩხერის “ჯრუჭს” 1 ქულა აქვს და მან პირველ ლიგაში დარჩენის პრაქტიკული შანსი უკვე დაკარგა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია