საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ჰონგ კონგში მიმდინარე მსოფლიო ალაფაზე მასპინძლებს 21:8 სძლია და მიუხედავად იმისა, რომ ბონუს-ქულა ვერ აიღო, ფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა.
აღნიშნულისთვის, ჯგუფის მე-2 შეხვედრაში, ტონგას ნაკრებმა აშშ-ს მინიმუმ 8 და მაქსიმუმ 36 ქულა უნდა მოუგოს, თანაც პრემიალური ქულა ვერცერთმა აიღოს.
პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში საჩვენოა. ტონგელებმა 2 ლელოს დადება მოახერხეს და ამერიკელებს 16:6 ამარცხებენ...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია