საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასის “ალაფის” დასკვნით მატჩში ნამიბიას პირველი ტაიმის შემდეგ 26:0 ამარცხებს.
ქართველებმა თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და აფრიკელებს პირველი ლელო მე-7-ე წუთზე ვახტანგ ამირანაშვილმა გაუტანა, ხოლო ტურნირის ერთ-ერთმა საუკეთესი ბომბარდირმა რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მალე მანვე ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, ხოლო ტაიმის შუაში ამირანაშვილის ოფლოუდის შემდეგ გიორგი ტალახაძემ მეორე ლელო გაიტანა და გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი იყო.
ამის შემდეგ ჯინჭველაშვილმა კიდევ სამი ჯარიმა გაიტანა, ამასთან, ბოლო ჯარიმისას მეტოქეს მესამეხაზელი გაუსინბინეს და ტაიმი 26:0 დასრულდა. აქ ცუდი მხოლოდ ისაა, რომ ეს მატჩი მე-5-ე ადგილისთვის იმართება...
2014 წლის 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო “ალაფა”
ჰონკონგი. 7-19 აპრილი
19 აპრილი. პლეი ოფები
მე-7-ე ადგილისთვის
ჰონკონგი - კანადა
მე-5-ე ადგილისთვის
საქართველო - ნამიბია
საქართველო: 15. გიორგი ბაბუნაშვილი, 14. მურაზ გიორგაძე, 13. დევი დევსურაშვილი, 12. გიორგი ტალახაძე, 11. დავით გულიტაშვილი, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. რევაზ ბროძელი; 1. ზაურ ხარებავა, 2. ბადრი ალხაზაშვილი, 3. გიორგი მარგველანი, 4. როლანდ კვაჭაძე, 5. ბესო ბარბაქაძე, 6. საბა შუბითიძე (კაპ.), 7. გიორგი სორდია 8. ვახტანგ ამირანაშვილი.
სათადარიგოები: 16. გიორგი თორაძე, 17. დავით ფხაკაძე, 18. დავით პაპავაძე, 19. დადრი დანგაძე, 20. ჟორა მღებრიშვილი, 21. თეიმურაზ თუთბერიძე, 22. ფარნავაზ გასვიანი.
მე-3-ე ადგილისთვის
აშშ - ურუგვაი
ფინალი
ტონგა - იაპონია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია